სალათი ბადრიჯნით და კვერცხით “დეგუსტატორი”

915

ბადრიჯანი შემოდგომის ძალიან პოპულარული პროდუქტია. სალათი ბადრიჯნით და კვერცხით ნამდვილად უგემრიელესი გამოდის.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ოხრახუში
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნაბით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ბადრიჯან, თუ კანი ძალიან სქელია, მაშინ გათალეთ. დაჭერით საშუალო ზომაზე. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით.

2.მზა ბოსტნეული მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ამასობაშ გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით. ისიც შეწვით ძეთში.

3.მოხარშეთ კვერცხი და გააგრილეთ. დაჭერით კუბიკებად პომიდორთან ერთად. დააქუცმაცეთ მწვანილი, დაჭყლიტეთ ნიორი.

4.ინგრედიენტები მოათავსეთ ღრმა თეფშზე, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!