სალათა “ტყის მდელო” – საინტერესო და პიკანტური გემოების ნამდვილი ფეიერვერკი

2650

სალათა “ტყის მდელო” სალათების მოყვარულთათვის ნამდვილი ექსპერიმენტია. სხვა ჩვეული სალათებისგან ის თავისი ელეგანტურობით გამოირჩევა, რომელიც ლამაზად დალაგებულ ფენებშია ასახული. თუ გადაწყვეტთ სალათის მომზადებას სოკოთი და ქათმის ხორცით, მაშინ შეგიძლიათ ეს კულინარიული ექსპერტის რეცეპტი თამამად გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ქამა სოკოს მარინადი
  • 250 გ მოხარშული ქათმის ფილე
  • 2 ცალი მოხარშული კარტოფილი
  • 1 ცალი მოხარშული სტაფილო
  • 3 ცალი კიტრის მწნილი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 100 გ ხმელი ყველი
  • მწვანილი, მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

ავიღოთ ოვალური ან მრგვალი ფორმის თასი, ჩავაფინოთ კულინარული ცელოფანი, წავუსვათ ზეთი და ზემოთ მითითებული პროდუქტები ჩავაწყოთ ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით:

1 – ლი ფენა – ქამა სოკოს მარინადი ქუდებით ქვემოთ;

მე -2 ფენა – წვრილად დაჭრილი მწვანილი;

მე – 3 ფენა – პატარა კუბიკებად დაჭრილ მოხარშულ ქათმის ხორცს წავუსვათ მაიონეზი;

მე – 4 ფენა – მოვაყაროთ გახეხილი ყველი და წავუსვათ მაიონეზი;

მე – 5 – ფენა თანაბრად დავაწყოთ წვრილად დაჭრილი კვერცხი და წავუსვათ მაიონეზი;

მე – 6 – ფენა – დავაწყოთ დაჭრილი კიტრი

მე -7 – ფენა – დავამატოთ გახეხილი სტაფილო და წავუსვათ მაიონეზი;

მე -8- ფენა – ბოლო ფენად დავაწყოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი, წავუსვათ მაიონეზი, გადავაფაროთ ცელოფანი და მთელი ღამით შევდგათ მაცივარში.

მაგიდასთან მიტანის წინ სალათას ზემოდან დავაფაროთ თეფში და გადმოვაბრუნოთ.

გაუზიარეთ ეს ელეგანტური რეცეპტი მეგობრებს.