სადღესასწაულო სალათი მინტაისგან

593

სადღესასწაულო ამ სალათს ძალიან ხშირად ვამზადებ, რადგან ყველას ძალიან მოსწონს.

მისი მომზადება ძალიან იაფი და მარტივი საქმეა. შედეგი ნამდვილად მდიდრულად გამოიყურება.

ინგრედიენტები

  • მინტაი 700გ
  • სტაფილო 3 ცალი
  • კამა
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • შავი წიწაკა 3 ცალი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი

 მომზადება

1.გაალღვეთ თევზი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად. მოათავსეთ ცხელ მარილიან წყალში. 10 წუთით ადრე მოხარშვის დამტავრებამდე დაუმატეთ შაქარი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა.

2.მოხარშეთ სტაფილო, გააგრილეთ, გაასუფთავეთ. გახეხეთ სქლად. დააქუცმაცეთ კამა და დაუმატეთ სტაფილოს.

3.მზა თევზი გააგრილეთ. მოაშორეთ ძვლები, ხოლო ფილე დაწეწეთ ჩანგლით. დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს თევზი და მოასხით მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!