ნოყიერი გარნირი მორჩენილი პიურესგან

1696

ხარისხიანი მაკარონის ნაწარმი იმით გამოირჩევა, რომ მისი ნაპრალები კარგად იკავებს სოუსებს, რის გამოც კერძის გემო უფრო მდიდარი ხდება. მსგავსის მომზადება შესაძლებელია, თუ ერთი პატარა ეშმაკობა იცით. გარნირის გემო და ტექსტურა საინტერესო გამოდის, თუ ფქვილთან ერთად ცომში კარტოფილს დაუმატებთ.

ასეთ მაკარონს ნებისმიერ სოუსს მოუხდენთ – ხორცის, სოკოს ან ბოსტნეულის. შეგიძიათ დაუმატოთ კარაქი ან მოთუშლი ხახვი. ყველაფრი გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები

  • 300 გრ კარტოფილი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ გათლილი კარტოფილი, გააცივეთ და გახეხეთ. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და მოურიეთ. დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი და მოზილეთ ცომი: ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ, მაგრამ მაგარიც არ უნდა იყოს.

2. დაყავით რამდენიმე ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული. დაჭერით მცირე მართკუთხედებად. მიაჭყლიტეთ ყოველი სახეხის შიდა მხარეს ფორმის მისაღებად.

3. ჩაყარეთ მაკარონი ადუღებულ ოდნავ მარილიან წყალში და მოხარშეთ 7-10 წუთის განმავლობაში.

მზა მაკარონს დაუმატეთ კარაქი, საყვარელი სოუსი და მიირთვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ კოტლეტების გარნირად. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!