საახალწლო ნამცხვარი ხორცით და კვერცხით

695

ასეთი ცომის შიგნით იმალება უგემრიელესი ხორცის შიგთავსით, რომელიც ბულიონით არის გაჟღენთილი. გაჭრისას ნამცვარს ძალიან ეფექტური დიზაინი აქვს. კერძის გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ჩირი, ნიგოზი ან შავი ქლიავი. ჟელატინის გამოყენება არ არის აუცილებელი. დასანამად საუკეთესო ვარიანტია ქათმის ბულიონი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 7 ცალი
  • ღორის ხორცი 400გ
  • ღორის ფარში 200გ
  • ლორი 140გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ჟელატინი 1-2გ
  • ხორცის ბულიონი 250მლ
  • დამდნარი ღორის ქონი 100გ
  • რძე 4 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • წყალი 150მლ
  • სალბი 1 ჩაის კოვზი
  • ტაბასკო 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 3 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. აადუღეთ მარილიანი წყალი და მოახარშეთ 6 კვერცხი ზუსტად 7,5 წუთი. გააგრილეთ და გაასუფთავეთ.
  2. წვრილად დაჭერით ღორის ხორცი და ლორი, დაუმატეთ ფარში, დაქუცმაცებული სალბი და კუბიკებად დაჭრილი ხახვი. მოასხით სოუსი ტაბასკო, მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ ხელით.
  3. ქვაბში ჩაასხით წყალუ, რძე და დაუმატეთ ქონი. გააცხელეთ ქონის სრულად გალღვობამდე, განუწყვეტლივ ურიეთ.
  4. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზ მარილი და მიღებული მასა. მოზილეთ ცომი. გაყავით 2 ნაწილად (2/3 და1/3). გააბრტყელეთ.
  5. პატარა მართკუთხედიში გააკეთეთ 3 პატარა ხვრელი.
  6. ფორმას წაუსვით დამდნარი ქონი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცმის დიდი ნაწილი მოათავსეთ ფორმაზე და ხელით გადაანაწილეთ თანაბრად. ზედმეტი ნაწილები მოაშორეთ.
  7. ნახევარი ხორცის მასა მოათავსეთ ფორმაში. ცენტრში მოათავსეთ მთლიანი კვერცხები. მოაყარეთ დარჩენილი ხორცი და დატკეპნეთ. დააფარეთ მეორე ცომი. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  8. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40 წუთი. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და მოამზადეთ 1 საათი. გაგრილებული ნამცხვარი გადმოიტანეთ ფორმიდან და შეინახეთ მაცივარში 1,5 საათი.
  9. ჟელატინს მოასხით ცივი წყალი. დაელოდეთ 30 წუთი. დაუმატეთ ცხელი ბულიონი და მოურიეთ. გაგრილებული ჟელე მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში. დანამათ ამ მასით ნამცხვარი, 3 ხვრელიდან შეგიძლიათ მარტივარ ჩაასხათ. შეინახეთ მაცივარში 12 საათი.

გემრიელად მიირთვით!