როგორ მოვაშოროთ გარგარს კურკა 1 წუთში ისე, რომ ხილი მთელი დარჩეს

1303

უკურკო გარგარის მურაბის ზამთრისთვის მომზადება მარტივი საქმეა. აი, მთელი ხილიდან მურაბის გაკეთება უკვე რთული ამოცანაა. ჩვენი მეთოდის დახმარებით კურკების სწრაფად მოშორებას და პროცესის დაჩქარებას შეძლებთ.

უკურკო გარგარის მურაბა ზამთრისთვის

გარგარის მურაბა ხილის შესანახად ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია. როცა გარგარის დამწიფების სეზონი დგება, ბევრი ხილის მოკლე დროში გამოყენება რთული ხდება. აი, დიდი ქილით შენახული მურაბა ზამთრის ცივ საღამოს გამოგადგებათ. თითქოსდა ზაფხულის პატარა ნაჭერი, რომელიც დახლზე გელოდებათ!

ჩვეულებრივი ჯემი გარგარის ნაჭრებით ბავშვობიდან ყველასთვის ნაცნობია. აი, მთელი ხილის მურაბა უფრო საინტერესოა. ასეთი ტკბილეული არა მხოლოდ ჩაის ან ყავას უხდება, არამედ დესერტებს ლამაზად გააფორმებს.

როგორ გამოვიღოთ გარგარის კურკა სწრაფად ხილის დაზიანების გარეშე

იმისთვის, რომ კურკა ხილიდან პრაქტიკულად თავისით გამოვარდეს, თქვენ დაგჭირდებათ სუშის ჩხირები ან ჩვეულებრივი ფანქარი. გარგარი ყუნწის საპირისპირო მიმართულებით თქვენკენ მოაბრუნეთ. ამ მხრიდან კურკას ფრთხილად დააწექით და ის წამებში საპირისპირო მიმართულებიდან გამოვარდება. აი, ამ მეთოდით ნებისმიერი გარგარიდან, იქნება ის მკვახე თუ გადამწიფებული, კურკის მარტივად მოშორებას შეძლებთ.

როცა ხილის მომზადებას დაასრულებთ, მურაბის გაკეთებას შეუდექით. ხარშვის დროს ყველაზე რთული ხილის მთელი და ლამაზი ფორმის შენარჩუნებაა.

ამისთვის მარტივი ხრიკი არსებობს: ხილი ყველა მხრიდან კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ. ასე ხარშვის დროს წვენი გარეთ თავისუფლად გამოვა, თავად ხილი კი უვნებელი დარჩება.

რა უნდა იცოდეთ, უკურკო გარგარის მურაბის მომზადებისას

  1. მურაბისთვის ნაყოფი კარგად უნდა შეარჩიოთ. საშუალო სიმწიფის გარგარი შეარჩიეთ. ძალიან მაგარი ან რბილი ნაყოფი არ აიღოთ. უკანასკნელი სჯობს ჯემისთვის გამოიყენოთ.
  2. ქილების სწორად სტერილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცედურის ხარისხზე თქვენი კონსერვის შენახვა არის დამოკიდებული. დრო არ დაგენანოთ, რომ თქვენი ძალისხმევა წყალში არ ჩაგეყაროთ.
  3. ხილის მთლიანობა ნამდვილად შენარჩუნდება, თუ მურაბას რამდენიმე ეტაპად, აუჩქარებლად მოხარშავთ.
  4. მხოლოდ სუსტ ცეცხლზე მოხარშეთ.
  5. მურაბა ან ჯემი რომ არ დაშაქრდეს, ხარშვის ბოლოს ცოტა ლიმონის მჟავა ან ლიმონის წვენი დაუმატეთ.

მთელი გარგარი ქილაში პატარა მზეს ჰგავს, რომელიც თქვენს დახლებზე კომფორტულად იმზირება. ისინი ბედნიერ ზაფხულის დღეებს შეგახსენებთ და საუკეთესო მომენტებს დაგიბრუნებთ. გახსოვდეთ, ზოგჯერ ისეთი ცხოვრებისეული სიხარული, როგორიცაა გარგარის მურაბა პირქუში დღის ან საღამოსგან გადაგარჩენთ.