როგორ მოვამზადოთ ხაჭოსგან “ლიტვური” ყველი სულ რაღაც 10 წუთში

3001

ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ყველის მომზადება სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი. და არა რაიმე ხაჭოს მსგავსი მასის – ნამდვილი, მაგარი ყველის.

“გასტრონომია” გთავაზობთ ყველის რეცეპტს, რომელიც ხაჭოსგან მზადდება, მას ლიტვურს უწოდებენ. ყველი ყვითელი ფერის გამოდის და სულ რაღაც ორი ინგრედიენტის საჭირო – ხაჭო და კარაქი – არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მარგარინი!

ინგრედიენტები

  • 400 გრ ხაჭო
  • 100 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოათავსეთ ხაჭო თასში და დადგით 5 საათით ოთახის ტემპერატურის პირობებში. ამ დროს განმავლობაში ის არ გაფუჭდება და დაიწყება პროცესები, რომლებიც შემდგომ ხაჭოსგან ყველს შექმნის.

2. გადაიტანეთ ხაჭო ქვაბში და დაუმატეთ დაჭრილი დარბილებული კარაქი. დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ პერიოდულად ერთგვარი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მასა მარლაში.

3. მოათავსეთ ყველიანი მარლა საწურში სანამ კარგად არ დაიწრიტება. შემდეგ კარგად დაწურეთ ხელით.

4. გადაიტანეთ ყველი მარლით ფორმაში და დაადგით რაიმე მძიმე ნივთი. შედგით მაცივარში დღე-ღამის განმავლობაში  – საუცხოო ყველი მზადაა!

საუკეთესო ყველი 9%-იანი ხაჭოსგან გამოდის. შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ ბუტერბროდები, გამოიყენოთ ცომეულის შიგთავსის სახით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ყველში დაუმატოთ პაპრიკა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!