საფუარიანი ცომი რძით

2065
sourdough yeast dough rises in a large plastic bowl on the table

თუ თქვენ, ჩემს მსგავსად დროის სიმცირე გაწუხებთ მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ. მისი ეშვეობით თქვენ მოამზადებთ საოცარ ცომს, რომლითაცც გამოვა საოცარი ღვეზელები, რომელიც ბავშვების ფავორიტი კერძია.

მიქსერის მეშვეობით თქვენი საფუარიანი ცომი საოცრად ფაფუკი გამოვა. მიქსერის გამოყენება ძალიან კომფორტულია, რადგან როგორც მოგეხსენებათ ხელი ცომის დამუშავებისას ძალიან იღლება და ცომიც სატანადოდ არ მუშავდება.

როგორ მოვამზადოთ საფუარიანი ცომი

ინგრედიენტები

  • 250მლ რძე
  • 7გ მშრალი საფუარი ან 25გ ახალი
  • 2 კვერცხი
  • 3,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 80გ კარაქი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.თბილ რძეში გახსენით საფუარი და ოურიეთ კოვზით. დაუმატეთ კვერცხი და დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და შაქარი, მიქსერი დააყენეთ დაბალ სიჩქარეზე და კიდევ 5 წუთი თქვიფეთ.

2.არ გამორთოთ მიქსერი, დაუმატეთ ნაჭრილი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ მარილი და ისევ ათქვიფთ, უნდა მიიღოთ სქელი, რბილი და წებოვანი ცომი. შეფუთეთ და მაცივარში მოათავსეთ მთელი ღამე.

3.გაყინული ცომი მოათავსეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე და კარგად ჩაზილეთ. ცივი ცომი მარტივი დასამუშავებელია. ცომის მიეცით სასურველი ფორმა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

ამ რეცეპტის წაკითხვის შემეგ, მიქსერს დარწმუნებული ვარ ხშირად გამოიყენებთ, რადგან ეს მართლაც კარგი გამოსავალია. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით!