როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მუსი

3038

მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადის დესერტი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით და გაუმასპინძლდით ახლობლებს. მისი მომზადება ძალიან მარტივია, უბრალოდ დაუმატეთ შოკოლადის ფილას რამდენიმე ინგრედიენტი და შეუდარებელი დესერტიც მზადაა!

შოკოლადის დესერტი

ინგრედიენტები

  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი
  • 250 მლ რძე
  • 250 მლ ნაღები
  • 30 გრ შაქარი
  • 50 გრ შედედებული რძე
  • 8 გრ ჟელატინი

მომზადების წესი

1. გახეხეთ შოკოლადი.

2. გახსენით კაკაოს ფხვნილი ცხელ წყალში.

3. ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები, შედედებული რძე, დაუმატეთ წყალში გაზავებული კაკაო და შაქარი. ნაზავი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

4. როდესაც ნაზავი ადუღდება, დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი და მოურიეთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ დადნება.

5. გამორთეთ ცეცხლი და ნაზავი გადაიტანეთ პატარა ჯამში. მოათავსეთ ჟელატინი ჭიქაში და გაადნეთ ორთქლზე, ან მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ კი დაუმატეთ შოკოლადის ნაზავს.

6. ნაზავი გააცივეთ. ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზემოდან დაასხით შოკოლადის მუსი.

7. დესერტი შეინახეთ მაცივარში დილამდე.

8. მზა დესერტი ნაღებითა და ჟელატინით დაჭერით რამდენიმე ნაწილად და მოაყარეთ ზემოდან კაკაოს ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!