როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყაურმა

5628

საქართველო ნამდვილად გამორჩეულია თავისი შესანიშნავი კერძებით. დღეს გასტრონომიას რედაქცია  ერთ-ერთ მოთხოვნად და გემრიელი კერძის რეცეპტს გთავაზობთ. მოდით, ერთად მოვამზადოთ უგემრიელესი ყაურმა.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ საქონლის გულ-ღვიძლი (ღვიძლი, გული, ფილტვები)
  • 150-200 გ კარაქი
  • 5 მოზრდილი თავი ხახვი
  • 5-6 მწიფე პამიდორი ან 500-600 მლ წყალში გახსნილი 3 ს.კ. ტომატპასტა
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა ქონდარი
  • 6 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ქვაბში კარაქთან ერთად მოვათავსოთ და მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ნელ ცეცხლზე შუშვა გავაგრძელოთ.
  2. პამიდვრებს გადავავლოთ მდუღარე წყალი და კანი გავაცალოთ. დავჭრათ წვრილად ან გავხეხოთ და დავუმატოთ მოშუშულ გულ-ღვიძლს, 5 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ დანაყილი ნიორი, დაკეპილი მწვანილი, მარილი, წიწაკა და ცეცხლზე კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ.

გემრიელად მიირთვით!