როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყვავილოვანი კომბოსტო

1249

რა კარგია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია! თბილ სეზონზე ორმაგად მსიამოვნებს მისი მომზადება. მსუბუქი, წვნიანი და ძალიან ნაზი. ეს ებრაული რეცეპტი ნამდვილად გამოგადეგაბთ.

ამ სალათის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ, ფქვილი, საფანელი და თხევადი ცომი. ამ კერძს ცივად მიირთმევენ, ამიტომაც ის მეტად უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს.

ინგრედიენტები

  • წყალი 1,5ლ
  • ყვავილოვანი კომბოსტო 700გ
  • ძმარი 100მლ
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა
  • ნიორი 3 კბილი
  • ოხრახუში

მომზადება

1.გარეცხეთ კომბოსტო და დაანაწევრეთ.

2.მოხარშეთ 8 წუთი. მთავარია არ გადაამეტოთ. შეგიძლიათ ნახევრად მოამზადოთ, ასე უმჯობესი იქნება.

3.მოათავსეთ ცივ წყალში. ასე ის თავისი ტემპერატურით არ მოიხარშება.

4.გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და მოთშეთ ტაფაზე.

5.მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ნიორი და მწვანილი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!