როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კატლეტები პაკეტში

1226

ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს კატლეტები, სიამოვნებით მიირთმევს ნებისმიერი შიგთავსის მქონეს. როცა ბავშვმა სოკოლაში დაიწყო სიარული, ჩემთვის ძალიან კომფორტული გახდა კატლეტების მომზადება, რადგან ბავშვს სკოლაში მიჰქონდა, ხოლო მეუღლეს სამსახურში. წიანსწარ ბევრს ვამზადებდი და შემდეგ ვყინავდი სამომავლოდ.

შემწვარი კატლეტები ძალიან გემრიელი, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო კერძია. აღმოვაჩინე გამომცხვარი კატლეტების რეცეპტი და ეს პრობლემაც გადავჭერი.

ინგრედიენტები

  • ღორის ფარში 600გ
  • ხაახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • რძე 0,5მლ
  • მარილი და წიწაკების ნარევი გემოვნებით

მომზადება

1.წინასწარ დაალბეთ 4 ნაჭერი პური რძეში ან თბილ წყალში. ხახვი დაჭერით კუბიკებად, ხოლო სტაფილო გახეხეთ.

2.უმჯობესია გამოიყენოთ ნარევი ფარში (საქონლის და ღორის). მოათავსეთ ის ღრმა ჯამში და დაუმატეთ ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული.

3.გაწურეთ პური და დაუმატეთ ფარშს. მოაყარეთ წიწაკა და მარილი. სველი ხელით მოზილეთ ფარში.

4.კატლეტები მოათავსეთ პაკეტში, მოუკარით ბოლოები და გამოაცხეთ 40-50 წუთი 180 გრადუსზე.

5.თუ გინდათ შედარებით დაბრაწული კატლეტები, მაშინ დროის გასვლამდე 10 წუთით ადრე, გახლიჩეთ პაკეტი.

უგემრიელესი კატლეტები მზად არის!

გემრიელად მიირთვით!