ორცხობილა ფქვილის გარეშე, რომელსაც ხშირად ვაცხობ

918

სახლში მომზადებული ორცხობილა ფქვილის, კარაქის და რძის გარეშე. ეს რეცეპტი მეგობარმა გამიზიარა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი. საჭიროა 3 მთავარი ინგრედიენტი: ნუში, შაქარი და ცილა.

შეგიძლიათ ორცხობილას შეუცვალოთ კონსესტენცია თქვენი გემოვნებით. დესერტი ძალიან გავს ფრანგულ ტკბილეულ “მაკარონს”.

ინგრედიენტები 1 კვერცხზე

  • 1 ცილა (30გ)
  • 1 ჩაის კოვზი ლიქიორი “ამარეტო” ან რამდენიმე წვეთი არომატიზატორი
  • მარილი
  • 85გ ნუშის ფქვილი
  • 50გ შაქარი
  • შაქრის ფხვნილი

დანამატები გემოვნებით (1 ცილაზე)

  • 1 სუფრის კოვზი კაკაო
  • ნუშის დან ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • ცედრა გემოვნებით

მომზადება

1.ფრთხილად განაცალკევეთ ცილა და გული. ღრმა ჯამში გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი. ათქვიფეთ მიქსერით.

2.იტალიაში ამ ორცხობილას უმატებენ ლიქიორ ამარეტოს. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვანილის ან ნუშის არომატიზატორის წვეთებით. მე იყენებ ვანილის არომატიზატორს. დაუმატეთ ნუშის ფქვილი.

3.ცომს დაუმატეთ შაქარი, კლასიკურ რეცეპტში შაქრის და ნუშის ფქვილის რაოდენობა ერთმანეთს უტოლდება. მაგალითად მე ნაკლებ შაქარს ვუმატებ. დაახლოებით 55-60გ.

კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს სილიკონის ნიჩბით.

4.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. წაუსვით ცოტა ცხიმი. კოვზის დახმარებით მიეცით ფორმა ორცხობილებს და ამოავლეთ შაქრის ფხვნილში.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

6.შოკოლადის ორცხობილისთვის საჭიროა ფქვილს დაუმატოთ შაქარი და კაკაო. მე მომწონს 3 სახის ორცხობილის მომზადება: კლასიკური, შოკოლადის და ლიმონის.

გემრიელად მიირთვით!