როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ბოზბაში

5823

ამ კერძს კახეთში სხვადასხვაგვარად ამზადებენ. მას სარიტუალო დატვირთვა აქვს. გარე კახეთში ბოზბაში ხორცით მზადდება და, ტომატპასტის ნაცვლად, ტყემალი ემატება. არსებობს ბოზბაშის გუფთებიანი ვარიანტიც.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ცხვრის ხორცი
  • 100-150 გ ცხვრის დუმა
  • 3 თავი ხახვი
  • 1-2 კბილი დაკეპილი ნიორი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1 კონა პიტნა
  • 1 კონა ქინძი
  • ბაჰარი, ძირა, მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წყალში ჩავყაროთ ცხვრის ნაჭრები და დუმის მოზრდილი ნაჭერი.
  2. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი.
  3. ცოტა ხანში ამოვიღოთ დუმა და ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.
  4. როცა ხორცის ხარშვას ცოტა დააკლდება, ბულიონის ცხიმში ცალკე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და დუმასთან ერთად წვენში ჩავაბრუნოთ.
  5. შევკმაზოთ დაფნის ფოთლით, ბაჰარით, ძირათი, მარილითა და შავი პილპილით. დავუმატოთ ტომატპასტა და ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი.