ზეფირის მომზადების კურსები წარმატებით დავამთავრე – გიზიარებთ ჩემს ცოდნას!

737

ნატურალური ზეფირის პოვა, რომლის შემადგენლობაში ნამდვილად არის ხილი და კენკრა, თითქმის შეუძლებელია.ამიტომაც ჩვენი რედაქცია გასწავლით, ნამდვილი ზეფირის სახლის პირობებში მომზადებას. გაითვალისწინეთ:თუ ამ ზეფირს ერთხელ მაინც თუ მოამზადებთ, თქვენ ვერ დაუბრუნდებთ ნაყიდ, ქიმიური გზებით მიღებულ ტკბილეულს.

ზეფირი საოცარი სახელწოდებით “ტყის კენკრა”, საოცრად გემრიელი და ნაზია. საოცრად ფაფუკი და ზომიერად ტკბილ დესერტზე უარს ვერავინ იტყვის. უმთავრესი პირობაა – გამოიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი აგარ-აგარი. ასევე ჩვენ გამოვიყენებთ ვაშლის პიურეს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს (შემასქელებელს).

ინგრედიენტები ზეფირის მასისთვის

  • 65გ მოცვის პიურე
  • 120გ ვაშლის პიურე
  • 65გ ჟოლოს პიურე
  • 1 ცილა
  • 200გ შაქარი
  • ვანილი

ინგრედიენტები სიროპისთვის

  • 400გ შაქარი
  • 150მლ წყალი
  • 9გ აგარ-აგარი

 

  • 200გ შაქრის ფხვნილი
  • 50გ სიმინდის სახამებელი

მომზადება

1.თავდაპირველად დაიწყეთ ხილის პიურეს მომზადება. ვაშლის პიურეს მომზადება ძალიან მარტივია: გაჭერით ვაშლი, გამოაცხეთ, დარბილებული გული გახეხეთ.

კენკრის შემთხვევაში, ჯერ დააბლენდერეთ და შემდეგ გამოწურეთ.

2.ამის შემდეგ ვამზადებთ პიურეს ზეფირისთვის. ქვაბში მაოთავსეთ 200გ შაქარი, პიურე და ვანილი. მოხარშეთ პიურე შაქრის გალღვობამდე.

ადუღების შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ 3 წუთი. მზა მასა გადაიტანეთ ჯამში და გააგრილეთ.

3.გაგრილებული პიურე ათქვიფეთ ცილასთან ერთად.

4.სანამ პიურე ითქვიფება, მანამდე მოამზადეთ სიროპი. აგარ-აგარს დაუმატეთ 400გ შაქარი, მოურიეთ და დადგით ცეცხლზე. სიროპის ადუღების შემდეგ, ურიეთ და დაელოდეთ მასის შესქელებას.

5.ცილასა და პიურეს დაუმატეთ სიროპი და სწრაფად ათქვიფეთ. 10 წუთის გნმავლობაში მაქსიმალურ სისწრაფეზე ათქვიფეთ. მიღებული მასა ამოფუვდება და სიმკვრივეს შეიძენს.

6.მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და საცხობ აღალდზე მიეცით ფორმა. ფორმირებული ზეფირები ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ მთელი დღე.

7.შეაერთეთ ზეფირები, ამოავლეთ შაქრის ფხვნილში და სახამებელში.

გემრიელად მიირთვით!