ჩემი ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს კერძები კვერცხით. ამიტომ, როგორც კი ჩემი დაღესტნელი მეგობრისგან კვერცხიან კურზეზე შევიტყვე, მაშინვე მომინდა მათი მომზადება.
ინტერნეტში ძიებისას საინტერესო რეზულტატი მივიღე: აღმოჩნდა, რომ ეს არა მხოლოდ დაღესტნური, არამედ ტრადიციული უზბეკური და თათრული კერძია. უზბეკეთში მას ტუხუმ-ბარაკ-ს ეძახიან (ტუხუმ-კვერცხი, ბარაკ-ხარშვა).
ტუხუმ ბარაკი, ანუ კვერცხიანი კურზე, ვარენიკებს მოგაგონებთ, მაგრამ მათ კვერცხის შიგთავსი აქვს. დაღესტნურ ვარიანტში შიგთავსს დუმას ცხიმში შემწვარ ხახვს და ხანდახან ძეხვის ნაჭრებსაც უმატებენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ისპანახი, ყველი ან ორაგული. ვფიქრობ, ძალიან გემრიელი იქნება.
კვერცხიანი ვარენიკები
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ც კვერცხი
- 3 ჭიქა წყალი
- 1 ჩ.კ. მარილი
- ფქვილი (რამდენსაც შეიზელს)
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 1 ლ რძე
- 10 ც კვერცხი
- 2 ც ხახვი
- დუმას ცხიმი
- მშრალი ძეხვი (აუცილებელი არ არის)
- 50 გრ კარაქი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. ხახვი წვრილად დაწერით და დუმას ცხიმში შეწვით.
2. ემალის ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი და რძე დაუმატეთ.
3. კვერცხისა და რძის ნაზავს დაუმატეთ ხახვი, მარილი და სანელებელი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ძეხვი.
4. მოზილეთ მაგარი ცომი, 2-3 მმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ.
5. ცომისგან წრეები გამოჭერით. უზბეკურ ვარიანტში – ოთხკუთხედები.
6. პატარა წრეების კიდეები შეაწებეთ და ცომის ნაჭრებს მიეცით ერთგვარი ჭიქის ფორმა.
7. მზა ჭიქებში ჩაასხით შიგთავსი.
8. ფრთხილად შეაერთეთ ბოლოები და მაშინვე ჩაალაგეთ ვარენიკები მდუღარე წყალში, რომ შიგთავსი არ გადმოიღვაროს.
9. მოხარშეთ, მოურიეთ, 5-7 წუთით, სანამ კურზე ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
10. მიირთვით კერძი თბილ მდგომარეობაში. მას, ჩვეულებრივ, ხელით ჭამენ. კერძი ძალიან საინტერესო, უჩვეულო და გემრიელია, განსაკუთრებით არაჟანთან!
გემრიელად მიირთვით!