როგორ მოვამზადოთ ნოყიერი ქათმის სალათი მაიონეზის გარეშე

1193

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების მიღება განსაკუთრებით სჭირდება. რა უნდა ქნათ, თუ მაღაზიის დახლებზე ახალი ბოსტნეული სულ უფრო და უფრო მცირდება? ამ დროს ნამდვილად ვიტამინებით სავსე კერძი დაგეხმარებათ, რომლის მომზადებაც მცირე დროს წაგართმევთ. ქათმის სალათის უნივერსალური რეცეპტის დახმარებით როგორც ოჯახის წევრების დანაყრებას, ასევე სტუმრების გამასპინძლებას შეძლებთ.

„ქალური კაპრიზი“ – სალათი, რომელშიც მარტივი და ჩვეული პროდუქტები ერთმანეთს ერწყმის. კორეულად მომზადებული სტაფილოს სიცხარე ნოყიერ ლობიოს და წვნიან სიმინდს პიკანტურ გემოს შემატებს. გთავაზობთ, სალათებისთვის ჩვეული მაიონეზი მცენარეული ზეთით ჩაანაცვლოთ, რომელიც კერძის კალორიულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ქათმის ფილე
  • 250 გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 250 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 200 გრ სტაფილო კორეულად
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ქათმის ფილე მოხარშეთ. სჯობს ფილე მდუღარე წყალში ჩადოთ და 20-25 წუთით მოხარშოთ. ასე წვნიანი და რბილი ხორცის შენარჩუნებას შეძლებთ.

2. მოხარშული ქათმის ფილე მცირე კუბებად დაჭერით.


3. ბულგარული წიწაკა თესლებისგან გაწმინდეთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.


4. ღრმა თასში დაკონსერვებული ლობიო, სიმინდი, მოხარშული ქათმის ფილე, ბულგარული წიწაკა და სტაფილო აურიეთ.


5. სალათი მცენარეული ზეთით მორთეთ და მარილი გემოვნებით მოაყარეთ.

6. სალათი მწვანილით მორთეთ.


ქათმის სალათი იმით არის კარგი, რომ მის მომზადებაზე დიდი დრო არ დაგეხარჯებათ, თუ ინგრედიენტები წინასწარ გამზადებული გექნებათ. მაგალითად, ქათმის ფილე შეგიძლიათ საღამოს მოხარშოთ, დილით კი მხოლოდ დაჭრა და კომპონენტებში არევა მოგიწევთ. გირჩევთ, წითელი ბულგარული წიწაკა გამოიყენოთ, ასე სალათი უფრო ფერადი გამოვა, თავად წიწაკა კი წვნიანი და ხორციანი იქნება. გემრიელად მიირთვით!