როგორ მოვამზადოთ სალათი “გამოცანა”

1046

გსურთ გააოცოთ სტუმრები? მოამზადეთ სალათი-“გამოცანა”. იგი ძალიან გემრიელი და უჩვეულოა, მაგრამ მასში გამოყენებული ინგრედიენტების გამოცნობა რთულია, სწორედ ამიტომ ჰქვია ამ სალათს “გამოცანა”. დღეს სწორედ ამ სალათის მომზადებას გასწავლით.

სალათი “გამოცანა”

ინგრედიენტები

  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ მოხარშული ან გამომცხვარი ქათმის ფილე
  • 1 თავი ხახვი
  • 3 ც კიტრი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად. გააგრძელეთ თქვეფა მიქსერით და თანდათან დაუმატეთ სახამებელი და ფქვილი. უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი თხევადი მასა.

2. მიღებული მასით მოამზადეთ ბლინები ტაფაზე. მათ შესაწვავად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ზეთი: მზესუმზირის ან ზეითუნის. ბლინების შეკვრა (დასტა) გაახვიეთ რულეტივით, შემდეგ კი დაჭერით თხლად, რამდენიმე მილიმეტრიანი სისქის ნაჭრებად.

3. დაჭერით ხახვი წვრილ ნახევარრგოლებად და შეწვით ტაფაზე.

5. კიტრი დაჭერით წვრილ ზოლებად. ქათმის ფილე მოხარშეთ ან გამოაცხვეთ ღუმელში, შემდეგ კი დაჭერით პატარა ნაჭრებად ან ხელით დააქუცმაცეთ.

6. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი: დაჭრილი ბლინები, ქათმის ფილე, კიტრი, შემწვარი ხახვი (გაცივებული). დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ. სალათი გადაიტანეთ ბრტყელ თასზე.

7. სალათის მომზადება მჟავე ან დამარილებული კიტრითაც შეგიძლიათ. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმატოთ დაკონსერვებული სიმინდი და ზემოდან მწვანილი მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!