შოკოლადის შინაურული ტორტი, რომელიც შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ

669

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი შოკოლადის შინაურული ტორტის რეცეპტს, რომელიც თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება. ძალიან მარტივად და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება. ტორტი დიდი გამოდის და დიდი კომპანიისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 200 გრ შაქარი
  • 6 კვერცხი
  • 150 გრ მარგარინი (ან კარაქი)
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ კაკაო
  • 450 მლ თბილი წყალი
  • 1,1 კგ ფქვილი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი

კრემის ინგრედიენტები:

  • 0,35 ლ რძე (შესქელებული რძე)
  • 0,25 გრ კარაქი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, რომ მოცულობითი და სქელი მასა მიიღოთ.
  2. რბილი კარაქი და 100 მლ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მასა ათქვიფეთ.
  3. თბილი წყალი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  4. მთელ მოცულობა ფქვილს კაკაოს ფხვნილი აურიეთ და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. გაცერით და ნაწილ–ნაწილ ცომს დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ.
  5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ცომი ჩაასხით. დიდი ფორმა აიღეთ, იგივე სტანდარტული ზომის ფორმა. გახსოვდეთ, რომ ბისკვიტის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  6. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 ან 30 წუთით აცხვეთ. გააგრილეთ და ცალკეულ ფენებად გაჭერით.
  7. კრემის მოსამზადებლად კარაქი დაარბილეთ და მიქსერით ათქვიფეთ. შესქელებული რძე ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  8. ვანილი დაუმატეთ, თუ გიყვართ.
  9. ტორტი ააწყვეთ, ფენებს კრემი წაუსვით. სურვილის შემთხვევაში  ჭიქური მოამზადეთ და ტორტს მოასხით. ტორტის ჩამონაჭერი დაფშვენით და ტკბილეულს გვერდებზე მოაყარეთ.
  10. 4 ან 6 საათით მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!