როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ღვეზელი ყველითა და ბეკონით

1422

ნოყიერი ღვეზელი სადილზე-ნებისმიერი მშიერი ქმრის ოცნებაა. მაგრამ არა ტკბილი ნამცხვრები, არამედ მარილიანი კერძი, რომლითაც გემრიელად დანაყრება შეგიძლიათ. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ კარტოფილის ღვეზელი შიგთავსით, რომელიც იმსახურებს ადგილს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე.

კარტოფილის ღვეზელი ყველით

კარტოფილისგან არა მხოლოდ მარტივი, ნაცნობი კერძების, არამედ დახვეწილი ბეკონის ღვეზელის მომზადებაა შესაძლებელი, რომლითაც ნებისმიერ სტუმარს გააკვირვებთ.

ინგრედიენტები

  • 150 გრ ბეკონი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 100 გრ დამუშავებული ყველი
  • 100 გრ სოკო
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. გათალეთ კარტოფილი და მოხარშეთ მარილიან წყალში. შემდეგ კი კარგად დაჭყლიტეთ.

2. პიურეს კვერცხი დაუმატეთ და მოურიეთ.

3. მსხვილად გახეხეთ მაგარი ყველი.

4. გახეხილი ყველი დაუმატეთ პიურეს, დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი და კარგად მოურიეთ.

5. საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ ბეკონის მართკუთხა ნაჭრები.

6. კარტოფილისა და ყველისგან მომზადებული შიგთავსი ჩანგლის მეშვეობით თანაბრად გადაანაწილეთ ბეკონის ზედაპირზე.

7. მდნარი ყველი დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაალაგეთ პიურეზე.

8. დაჭერით ხახვი და ტაფაზე შეწვით, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკო. ზემოდან მარილი და პილპილი მოაყარეთ და მოთუშეთ.

9. მზა სოკო დაჭრილი ყველზე დაალაგეთ, ზემოდან კი კარტოფილის ნარჩენები მოათავსეთ. გაახვიეთ რულეტი.

10. კარტოფილის ღვეზელი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. დატოვეთ ღვეზელი საცხობ ქაღალდში გახვეული, და, როდესაც იგი გამოცხვება, მოაშორეთ ქაღალდი და იგივე ტემპერატურაზე კიდევ 5 წუთით გამოაცხვეთ. ასე ბეკონის ქერქი ხრაშუნა და გაცილებით მადისაღმძვრელი გამოვა.

კარტოფილისა და ყველის ღვეზელის რეცეპტი საკმაოდ მარტივია, თუმცა, მის მოსამზადებლად დიდი რაოდენობით ინგრედიენტებია საჭირო.