ცომში გამომცხვარი ვაშლი: მარტივი და ამავდროულად უჩვეულო დესერტი

1413

იცოდით, რომ გამომცხვარი ვაშლი ახალზე ბევრად სასარგებლოა? ვიტამინები და რკინა მსგავსი დამუშავების დროს თითქმის არ იკარგება. მაგრამ იზრდება პექტინის შემადგენლობა. პექტინი გახლავთ ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. გამომცხვარი ვაშლი კარგია დიეტის დროს.

გთავაზობთ მოამზადოთ ცომში გამომცხვარი ვაშლი. დესერტისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი ვაშლი თქვენი გემოვნების მიხედვით. ფორთოხლის წვენის ნაცვლად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები

  • 4 ც ვაშლი
  • 50-60 მლ ფორთოხლის წვენი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 80 გრ კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი

მომზადება

  1. გათალეთ ვაშლი, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ გული, ჩაჭერით რამდენიმე ადგილას, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
  2. მოამზადეთ მოსასხმელი. შეურიეთ ფორთოხლის წვენი, 3 ს.კ. შაქარი და დარიჩინი.
  3. წაუსვით მიღებული ნაზავი ვაშლებს. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.
  4. მოამზადეთ ცომი. შეურიეთ ფქვილი, 3 ს.კ. შაქარი და ვანილის შაქარი. დაამატეთ დარბილებული კარაქი და დაფხვენით ცომი. შედგით მაცივარში 1 საათით.
  5. გამომცხვარ ვაშლს კარგად მოაყარეთ დაფხვნილი ცომი, შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

მიირთვით დესერტი ნაღებთან ან ნაყინთან ერთად. მარტივი, სწრაფი და უგემრიელესი გამომცხვარი ვაშლი მზადაა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!