როგორ მოვამზადოთ ალუბლის კომპოტი ზამთრისთვის

1068

ბებიაჩემი ყოველთვის ძალიან გემრიელი კომპოტს ამზადებდა. კარგად მახსოვს დღესასწაულებზე, როცა დიდები ღვინის ჭიქებით ულოცავდნენ ერთმანეთს, ჩვენ ბავშვები კომპოტით ავღნიშნავდით.

ინგრედიენტები

  • ალუბალი
  • წყალი 3ლ
  • შაქარი 250გ

მომზდება

1.ეს ინგრედიენტები გათვლილია 3ლ ქილისთვის. უმჯობესია გამოიყენოთ კარგად მომწიფებული ალუბალი.

2.გარეცხეთ ალუბალი, გააშრეთ. ამასობაში მოამზადეთ ქილა და მისი თავსაფარი.

3.ალუბალი ჩაყარეთ ქილაში. მოაყარეთ 250გ შაქარი. დაასხით ცხლი წყალი.

4.ქილა იატაკზე გააგორეთ. შაქარი უნდა გალღვეს. შემდეგ ქილა გადმოაბრუნეთ და შეფუთეთ თბილად.

როცა კომპოტი გაგრილდება შეინახეთ გრილ ადგილას. უმჯობესია 2 თვის შემდეგ გახსნათ, ამ დროს ის იდეალური იქნება.

გემრიელად მიირთვით!