ეს კერძი თქვენს სავახშმოდ გაწყობილ მაგიდას ნამდვილად დაამშვენებს.
ინგრედიენტები
- ნებისმიერი ხორცის ფარში 250გ
- საშუალო კომბოსტო
- ბრინჯი 100გ
- ხახვი
- სტაფილო
- მარილი/წიწაკა/მცენარეული ზეთი
- 2 პომიდორი
- ნიორი 3-4 კბილი
- ყველი 100გ
- კამა და ოხრახუში
- არაჟანი საშუალოდ ცხიმიანი 30%
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- პირველ რიგში დაანაწევრეთ კომბოსტო. მარტივ ხერხს გასწავლით: მიკროტალღურში მოათავსეთ კომბოსტო 10 წუთით (900ვატი), ჩაუშვით ცივ წყალში და ფურცლები უმარტივესად დანაწევრდება.
- ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი.
- დააქუცმაცეთ ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ზეთში ბოსტნეული.
- ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, მარილი, მოთუშული ბოსტნეული, წიწაკა და მოურიეთ.
- გულსართი გადაახვიეთ კომბოსტოს ფურცლებში და გადაიტანთ ცხიმით დამუშავებულ ფორმაში.
- ჩაასხით ცოტა წყალი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
- ამასობაში წვრილად დაჭერით პომიდორი, გახეხეთ ყველი, დააქუცმაცეთ მწვანილი, დაჭყლიტეთ ნიორი. შეაერთეთ ეს ინგრედიენტები, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოურიეთ.
- 30 წუთის შემდეგ მოაშორეთ ფოლგა და მოასხით მომზადებული სოუსი. მოამზადეთ ღუმელში დამატებით 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!