როგორ დავაკონსერვოთ სოკო ბულგარულ პილპილთან ერთად

1856

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი სოკოს სალათი ზამთრისთვის.

სოკოს კონსერვის რეცეპტი ზამთრისთვის

ინგრედიენტები

  • 1 კგ სოკო
  • 1 კგ ბულგარული პილპილი
  • 500 გრ ხახვი
  • 200 გრ შაქარი
  • 80 გრ მარილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 150 მლ ძმარი 9%-იანი
  • 3 ც დაფნის ფოთოლი
  • 6 ც ბაჰარი
  • ოხრახუში

მომზადების წესი 

1. გარეცხეთ სოკო და დაჭერით ოთხ ნაწილად. თუ სოკო დიდი ზომისაა, შეგიძლიათ არ დაჭრათ.

2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად.

3. გარეცხეთ ბულგარული პილპილი. გაოაცალეთ შიგთავსი და დაჭერით ზოლებად.

4. მარინადის მოსამზადებლად ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, მზესუმზირის ზეთი, მარილი და შაქარი.

5. ჩაყარეთ ბოსტნეული ქვაბში და დაასხით მარინადი. დაადგით ქვაბი ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.

6. მოამზადეთ ქილები მოსახუფად. ქილების ფსკერზე მოათავსეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი და ოხრახუში.

7. შემდეგ მოათავსეთ სალათი ქილებში და დაასტერილეთ 10 წუთის განმავლობაში.

8. მოხუფეთ ქილები და შეფუთეთ თბილ ადეალაში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

გემრიელად მიირთვით!