როგორ გავაფორმოთ სალათი ოლივიე საახალწლოდ

2093

ამ წელსაც არ თქვათ უარი ტრადიციულ კერძებზე. ხოლო ძველებურ წარდგენის სრილს თამამად უთზარით “არა”! დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საყვარელი სალათის გაფორმების იდდებს.

ოლივიე საახალწლოდ

სალათი ოლივიე საახალწლოდ თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. რათქმაუნდა მას ყველა განსხვავებულად ამზადებს. ზოგს უყვარს ხორცის, ძეხვის და ვაშლის დამატება.

მერწმუნეთ სალათის ფორმირებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უმეტესად ოლივიეს ადრინდელი მეთოდით აფორმებენ, მაგრამ დღეის შემდეგ ეს ყველაფერი ნამდვილად შეიცვლება.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საუკეთესო და უნივერსალურ ვარიაციებს სალათის გასაფორმებლად. ამ სტილის მეშვეობით თქვენი საახალწლო სუფრა ნამდვილად დამშვენდება. მოამზადეთ და გააოცეთ სტუმრები!

საახალწლო ოლივიე

1.წლის სიმბოლო

როგორც იცით თაგვის წელი მოდის, ამასთან დაკავშირებით უამრავი კრეატიული იდეა მაქვს. ვიფიქრე, რატომაც არ მიცე სალათს წლის სიმბოლოს – თაგვის ფორმა.

სალათი მოათსვეთ წვეთის ფორმის ჭურჭელში, ყველისგან ამოჭერით კიდი და ყურები, ზეთისხილისგან თვალები. ამ სალათისთვის ელემენტების შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ქვენთვის სასურველი ბოსტნეული.

2.ჩინურ კომბოსტოში

პატარა სალათის ულუფები, გახვეული ჩინურ კომბოსტოში, ძალიან მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას.

3.კიტრის მტევნებში

შუაზე გაჭერით კიტრი და კოვზით მოაშორეთ გული. მტევნები ამოავსეთ სასურველი სალათით.

4.სალათი ულუფებით

ოლივიეს ჭიქებში ან გამჭირვალე პატარა ჭურჭელში მოთავსებით, თქვენი მაგიდა ძალიან მდიდრულ ელფერს მიიღებს.

5.საახალწლო “გვირგვინი”

სალთს მიეცით დიდი ფუნთუშის ფორმა, მოაყარეთ კამა და ოხრახუში. ზემოდან გააფორმეთ ბროწეულით და მანდარინით.

6.ნაძვისხე

არსებობს სალათის ნაძვისხის ეფექტის, რამდენიმე ვარიანტი. პირველი – ოლივიე თეფშზე მოათავსეთ კონუსის მსგავსად და მოაყარეთ მწვანილები, მორთეთ სასურველი ბოსტნეულით. მეორე – დახატეთ ნაძვისხის მაკეტი და მის მიხედვით ააწყვეთ სალათი.

7.“თაგვების” ტორტი ოლივიესგან

ასეთი ტორტის მიღება ოლივიეს და ყველის ნაჭრების შერწყმით შეგიძლიათ. ზემოდან შეგიძლიათ გააფორმოთ მოხარშული კვერცხისგან ფორმირებული თაგვებით.

გემრიელად მიირთვით!