ტრადიციული ინდაურის საცივის უნიკალური რეცეპტი. ჩაინიშნეთ!

2182

საცივის წარმომავლობაზე სამეგრელო, გურია და იმერეთი აცხადებენ პრეტენზიას. ყოველ ამ კუთხეში საცივი ტრადიციული კერძია და თითქმის ერთნაირად მზადდება.

საცივის რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოგჯერ ამატებენ კვერცხს, ბროწეულის წვენს, ჯანჯაფილს, მიხაკსა და დარიჩინს, ამ ბოლო ხანებში – ლიმონის წვენსაც.

დღეს საცივის ერთ-ერთ ვერსიას გთავაზობთ. შეგვიფასეთ!

ინგრედიენტები: 

  • ინდაური – 1 ცალი
  • ნიგოზი – 800 გ ან 1 კგ
  • ხახვი – 100 გ
  • ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ.
  • უცხო სუნელი – 1 ჩ.კ.
  • ყვითელი ყვავილი – 1/2 ჩ.კ.
  • მიხაკი – 1/2 ჩ.კ.
  • დარიჩინი – 1/2 ჩ.კ.
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ ინდაური, მოაყარეთ მარილი, დაჭერით და დაბრაწეთ.
  2. ინდაურის ნახარშს მოხადეთ ცხიმი და შიგ მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. გაატარეთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში (წვრილ ბადეში, სასურველია 2-ჯერ). შეურიეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, წვრილად დაჭრილი ნიორი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, მოშუშული ხახვი და გახსენით ნახარშში. უნდა მიიღოთ თხელი არაჟნისებური მასა.
  3. ჩააწყვეთ ქვაბში ინდაურის ნაჭრები, დაასხით წინასწარ მომზადებული ნიგვზიანი მასა და წამოადუღეთ. ადუღეთ 5 წუთს და თან ურიეთ. შეგრილებულს დაამატეთ ძმარი გემოვნებით.
  4. კარგად გააცივეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ. სურვილისამებრ მოასხით ნიგვზის ზეთი.