ნატურალური თეთრი იოგურტი – არამარტო ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტია, არამედ მდიდარია პრობიოტიკებით. საუზმეზე ძალიან მიყვარს იოგურტის მირთმევა, საოცრად მსუბუქი და ნაზია.
იოგურტი შეიძლება კერძის საიდუმლო რეცეპტად იქცეს. უდაოდ შეუცვლელი ინგრედიენტია.
კერძები იოგურტისგან
იოგურტის სოუსი
მაიონეზს დაუმატეთ იოგურტი, ნაღების სოუსი და მწვანილი.
სოუსი სალათისთვის
0,75 ჭიქა იოგურტს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და 1 ჩაის კოვზი ესტრაგონა. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
ლავაში გულსართით
ბლენდერში მოათავსეთ იოგურტი, წიწაკა ჰალაპენიო, ქინძი და ლაიმის წვენი. ასეთი სოუსი ძალიან უხდება ლავაშს და ბოსტნეულს.
გაყინული იოგურტი
საოცარი იოგურტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გაყინული ჟოლო, შესქელებული რძე და თეთრი ნატურალური იოგურტი.
ბოსტნეული პარფე
ხილის პარფე იოგურტისგან – სასაუზმოდ საუკეთესო ვარიანტია. ჯამში მოათავსეთ იოგურტი, ზემოდან გადაანაწილეთ მოთუშული ბოსტნეული, კვერცხი და მწვანილი.
სახლში მომზადებული ბურგერები
კეჩუპის ნაცვლად გამოიყენეთ იოგურტი. ეს ინგრედიენტი დააბალანსებს გემოებს.
ტოსტი
ტკბილი დღეის დასაწყისისთვის პურს წაუსვით არაჟანი, ზემოდან გადაანაწილეთ ფორთოხალი და ჟოლო. მოასხით თაფლი.
იოგურტი დაუმატეთ სუპს
იოგურტი სუპს სასიამოვნო ტექსტურას მისცემს.
ხილის პანნა კოტა
ხილის პანნა კოტა ძალიან მდიდრულად გამოიყურება, ამის მიუცედავად ძალიან მარტივად მზადდება. იოგურტი ათქვიფეთ კვერცხთან ერთად, დაუმატეთ რძე, ბაზილიკი, ჟელატინი და გრეიფრუტის წვენი. მასა გადაიტანეთ ფომებში და გააგრილეთ.
ვაფლების ტოპინგი
შესქელებული რძეის, ან არაქისის პასტის ნაცვლად აირჩიეთ ნატურალური იოგურტი. დამრეწმუნეთ ვაფლებს დაოლადებს საოცრად უხდება.
სმუზი
საჭიროა სულ რაღაც 3 ინგრედიენტი – იოგურტი, ნესვი და თაფლი.
გემრიელად მიირთვით!