რატომ უნდა გამოაცხოთ მაკარონი ფარშითა და ყველით

1388

არ არის აუცილებელი საჭმლის მომზადება წინასწარ და შემდეგ გუშინდელი სუპის ჭამა, მხოლოდ იმიტომ, რომ კერძების მზადებაში დრო არ დახარჯოთ, რადგან თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოამზადოთ ნოყიერი სადილი და ისიამოვნოთ ახალი, გემრიელი კერძით.

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მაკარონის კასეროლეს რეცეპტი მოამზადა, რომელიც იმდენად გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ!

მაკარონის კასეროლე ყველით

ინგრედიენტები

  • 200 გრ მაკარონი
  • 400 გრ ქათმის ფილე
  • 3 ც საშუალო ზომის ხახვი
  • 1 ც დიდი ზომის სტაფილო
  • 2 ც კვერცხი
  • 100 გრ კრემ-ყველი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 500 მლ რძე
  • ერთი კონა ოხრახუში
  • 200 გრ პურის ნამცეცები
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ ქათმის ფილე და ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ.

2. გაატარეთ ფილე ხორცის მანქანაში და მისგან ფარში გააკეთეთ.

3. გაასუფთავეთ ბოსტნეული, ხახვი დაჭერით პატარა კუბებად, სტაფილო კი გახეხეთ. შემდეგ ორივე ბოსტნეული მცენარეულ ზეთში შეწვით, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება.

4. ახლა კი ყველის საკმაზი მოამზადეთ. შეურიეთ ერთმანეთს შემწვარი ბოსტნეული, გახეხილი კრემ-ყველი და კვერცხი. დააბლენდერეთ მასა და დაუმატეთ რძე.

5. მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და სასურველი სანელებლები.

6. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და მოაყარეთ დაფქული კრეკერი.

7. ჩაყარეთ უმი მაკარონი საცხობ ფორმაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ მოხარშული მაკარონიც, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძი ნაკლებად ელასტიური და უფრო წვნიანი იქნება.

8. მაკარონზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში და ზემოდან ყველიანი საკმაზი დაასხით.

გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსზე 20 წუთით.

9. ამ დროის განმავლობაში გახეხეთ მაგარი ყველი და დაჭერით ოხრახუში.

10. თუ 20 წუთის გასვლის შემდეგ კერძი მსუბუქად გამოცხვა, გამოდგით ღუმელიდან, მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და მწვანილი და კიდევ 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!