წიწაკა დამარინადებული ოხრახუშთან ერთად – ზამთრის კერძებში მეფობს.
ინგრედიენტები
- 1,5კგ წითელი ტკბილი წიწაკა
- 1 თავი ნიორი
- ოხრახუში
- 250გ შაქარი
- 750მლ წყალი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 250მლ ძმარი
- 30მლ მცენრეული ზეთი
- 15გ მარილი
მომზადება
1.გარეცხეთ წიწაკა და დაჭერით 4-6 ნაწილად. გაასუფთავეთ ნიორი, გარეცხეთ მწვანილი. წვრილად დაჭერით.
2.მარინადის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ წყალი, მარილი, შაქარი, მოურიეთ და დაუმატეთ, მცენარეული ზეთი, ძმარი.
მარინადი აადუღეთ და დაუმატეთ წიწაკა. ადუღების მომენტიდან მოხარშეთ 6-7 წუთი.
3.გაასტერილეთ ქილბი. ქილებში მოათავსეთ ნიორი, მწვანილი, წიწაკა, ისევ ნიორი და მწვანილი. ამ მეთოდით აავსეთ ქილა.
4.წიწაკას მოასხით მარინადი და დააფარეთ თავსაფარი. გადმოაბრუნეთ ქილები და მოათავსეთ ბნელ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!