ფეიხოას საოცარი ჯემის რეცეპტი

4444

ფეიხოა-არის დიდი ზომის ტროპიკული კენკრა. მათი ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. ამიტომაც ფეიხოა არის ძალიან სასარგებლო და მრავალფუნქციური.

ფეიხოას ჯემი

ფეიხოას ქერქიდან იოდის გამოყვანა ძალიან მარტივია. ასევე ეს ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით და პექტინით.

ფეიხოას ჯემი მოხარშვის გარეშე მზადდება 2 საათში. მას აქვს ძალიან კარგი გემო და სურნელი. ის ძალიან უხდება ტოსტებს.

ეს სასარგებლო გემრიელობა იშვიათად გვხვდება ბაზრის დახლებზე, მაგრამ მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს. დარწმუნებული ვარ ფეიხოას ჯემი აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი.

ინგრედიენტები

  • 1კგ შაქარი
  • 1კგ ფეიხოა
  • 300გ ნიგოზი

მომზადება

  1. ფეიხოას ფრთხილად მოაჭერით ბოლოები ისე, რომ არ დააზიანოთ მისი ქერქი.

2.ხორცსაკეპის მეშვეობით წვრილად დაფქვით ფეიხოა.

3.მიღებული მასა აურიეთ ნიგოზს და შაქარს.

4.ჯემი მოათავსეთ ქილებში და დაელოდეთ შაქრის გალღობას. ჯემი შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

როგორ უნდა მოვამზადოთ ფეიხოას ჯემი კონფიგურის ფორმით:

ინგრედიენტები

  • 500გ ფეიხოა
  • 250გ შაქარი
  • 500მლ ადუღებული წყალი
  • 2 ჩაის კოვზი კონიაკი

მომზადება

1.გათალეთ ფეიხოა, მაგრამ მისი ქერქი არ გადაყაროთ. გაწმენდილი ფეიხოა მოათავსეთ ცივ წყალში.

2.ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაასხით 1 სუფრის კოვზი წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ კარამელის კონსისტენციამდე.

3.კარამელიზირებულ შაქარში ჩაასხით ადუღებული წყალი და ჩაყარეთ ფეიხოას ქერქი. კარგად ადუღების შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ დამატებით 8 წუთი. ამ პროცედურის შემდეგ მიღებული სიროფი აუცილებლად გაწურეთ.

4.სიროფში ჩაყარეთ გათლილი ფეიხოა და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. მზადების ბოლოს დაუმატეთ კონიაკი და ამის შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ 2 წუთი.

5.მიღებული კონფიგური გადაანაწილეთ ქილებში. მისი დაგემოვნება მომზადებისთანავე შეგიძლიათ. გემრიელად მიირთვით!

იმედს ვიქონიებთ, რომ ეს საოცარი ჯემი გახდება თქვენი ფავორიტი და აუცილებლად მოამზადებთ მას საშემოდგომოდ.