რა მოვამზადოთ საახალწლოდ განსხვავებული და გემრიელი?

753

დღეს ჩვენ 3 არაჩვეულებრი იდეას შემოგთავაზებთ, მათი დამსახურებით თქვენ დაუვიწყარ შთაბეჭილებას მოახდენთ სტუმრებზე.

ქაშაყის სალათი ახლებურად

ინგრედიენტები

  • 5 ცალი ჭარხალი
  • 1 ქაშაყი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 20 ცალი ორცხობილა
  • 3-4 მწვანე ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 3 მომოხარშული კარტოფილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. წვრილად გახეხეთ მოხარშული სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ.
  2. დაჭერით თევზის ფილე. წვრილად დაჭერით ხახვი.
  3. თეფშზე მოათავსეთ ორცხობილა, მასზე მოათასვეთ რკალი და ამოავსეთ სალათით.
  4. სალათზე მოათავსეთ თევზი, ხახვი და მაიონეზი.
  5. გემრიელად მიირთვით!

მანდარინები

ინგრედიენტები

  • 2 სტაფილო
  • 3 კვერცხი
  • 90გ მდნარი ყველი
  • 100გ ყველი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • ოხრახუში
  • ნიორი

მომზადება

  1. გახეხეთ სტაფილო.
  2. სხვა ჯამში გახეხეთ კვერცხი, ორივე სახის ყველი და ნიორი. დაუმატეთ მაიონეზი. კარგად მოურიეთ.
  3. აიღეთ სუფრის კოვზი სალათი და დააბურთავეთ. ბურთულები მოატავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და შეინახეთ საყინულეში 10 წუთი.
  4. სტაფილოს მოაყარეთ მარილი, მოურიეთ.
  5. გაგრილებული შიგთავსს ფრთხილად შემოახვიეთ სტაფილო.
  6. გააფორმეთ მანდარინები მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!