ქილაში მომზადებული მწვადი

523

თუ გარეთ გასვლა და ცეცხლის დანთება გეზარებათ მწვადის მოსამზადებლად, ეგ არ არის პრობლემა. ქილაში უგემრიელესი მწვადი გამოდის. არც ცეცხლია საჭირო და არც დიდი დრო.

ინგრედიენტები

  • წყალი 300მლ
  • ღორის ხორცი 350გ
  • ქათმის ბარკალი 4 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ბრინჯი 300გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • პაპრიკა 2 ჩაის კოვზი
  • მშრალი ბაზილიკი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ხორცი და დასამარინადებელ ჭურჭელში მოათავსეთ.

2.ღორის ხორცს მოაყარეთ ბაზილიკი და ნახევარი პაპრიკა, დანარჩენი კი მოაყარეთ ქათამს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. გახეხეთ წვრილად ხახვი, მოაყარეთ ორივეს. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. დაელოდეთ 2-3 საათი.

3.კარგად გარეცხეთ ბრინჯი. დაასხით ცხელი წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და მოხარშეთ 2-3 წუთი წყლის ადუღების შემდეგ. ისევ გარეცხეთ.

4.დაჭერით სტაფილო და შეწვით ზეთში. მოაყარეთ ბრინჯი, მოურიეთ, გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

5.გარეცხეთ წიწაკა, გაასუფთავეთ და დაჭერით. ხის წკიზე ააწყეთ ხორცი და წიწაკა.

6.მოათავსეთ ქილებში. კარგად დააფარეთ თავსაფარი და შედგით ცივ ღუმელში.

7.შეწვით 180 გრადუსზე 70 წუთი. გამორთულ ღუმელში (კარღია) დატოვეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!