პორიჯი კოკო შანელისგან: ისეთი გემრიელი, რომ დესერტების რანგში თავისუფლად აიყვან

1098

რამ შეიძლება აიძულოს ქალი, რომელსაც არასდროს არაფერი მოუმზადებია, იტრიალოს გაზქურასთან? რა თქმა უნდა, სიყვარულმა! განსაკუთრებით, სიყვარულმა ომის დროს…

ცოტა ვინმემ თუ იცის მოდის ფუძემდებლის, გაბრიელ შანელისა და გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელის, ვალტერ შელენბერგის სკანდალური ურთიერთობის შესახებ. ვალტერი – სამხედრო დამნაშავე და მძიმე ავადმყოფი, შანელი – საფრანგეთიდან ნაცისტებთან კავშირში ბრალდების გამო განდევნილი. შანელი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით შელენბერგი სამკურნალოდ ჩავიდა. გაბრიელი ხვდებოდა, რომ საყვარელ ადამიანს სულ ცოტა დრო დარჩა, ამიტომ განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე და დიეტურ კერძებს უმზადებდა.

კოკო შანელმა მისთვის ადრე უცნობი საქმის შესწავლისას, შვრიის ფაფის რეცეპტი აღმოაჩინა. ეს კერძი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჭიქა რძე
  • 0,5 ც მსხალი
  • 4 ც ნიგოზი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • პიტნა გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი და შვრიის ფანტელი. აადუღეთ და მოამზადეთ კიდევ 3 წუთის განმავლობაში.
  2. დაუმატეთ ფაფას რძე, შაქარი და კიდევ 2 წუთი ხარშეთ, მუდმივად ურიეთ.
  3. დაჭერით მსხალი და ნიგოზი.
  4. გადმოიტანეთ ფაფა თეფშზე. მოაყარეთ დარიჩინი, დაჭრილი ნიგოზი, მორთეთ მსხლითა და პიტნით.

კოკო შანელი კერძს შაქარს არ უმატებდა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაუმატოთ შაქარი, შესქელებული რძე, ნაღები ან ნაყინი. მოამზადეთ ეს არაჩვეულებრივი კერძი, დატკბით გემრიელი და სასარგებლო საუზმით, გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!