რატომ აძლევს ექიმი კომაროვსკი ბავშვებს ნაყინის ჭამის უფლებას

1096

თითოეული დედა ოცნებობს, რომ საკუთარი შვილისთვის უნაკლო დედა გახდეს. სწორედ ამიტომ, დაბადების პირველივე დღეებიდან მის ჯანმრთელობაზე სათანადოდ ზრუნვას ცდილობს.

იდეალური დედის ტიტულის მოპოვებისთვის რბოლაში ზოგიერთი საკუთარ შვილზე ზედმეტად ზრუნავს და ძალიან ბევრ რამეს უკრძალავს.

ზედმეტი ზრუნვის კლასიკური მაგალითია აშკარა მიზეზის გარეშე ნაყინის აკრძალვა. ბევრ დედას ეშინია, რომ მსგავსი ტკბილეული მათ პატარა საგანძურს ზიანს მიაყენებს. აი, ევგენი კომაროვსკი ირწმუნება, რომ ნაყინის ჭამა ადამიანის იმუნიტეტისთვის ისეთივე კარგი ჩვევაა, როგორც, მაგალითად, ახალი ბოსტნეულის მიღება.

„ნაყინის მთავარი ნაკლი მასში შემავალი დიდი რაოდენობით შაქარია, რაც პროდუქტს კალორიულს ხდის. თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ დაბალკალორიული ნაყინი თავად მოამზადოთ“ – აღნიშნავს ექიმი კომაროვსკი.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ დაბალკალორიული შინაურული ნაყინი რძის გარეშე. გარდა ამისა, აგიხსნით, თუ რაში მდგომარეობს ნაყინის სარგებელი.

შინაურული ნაყინი რძის გარეშე

რეცეპტი № 1

ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი
  • 300 გრ მარწყვი
  • 3 კივი
  • 2 ს/კ თაფლი

მომზადება:

1. ბანანი ქერქისგან გაათავისუფლეთ და მცირე ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ საშუალო სიჩქარეზე დააბლენდერეთ, კრემის კონსისტენციამდე დაიყვანეთ.

შემდეგ კივი და მარწყვი გაასუფთავეთ, ნაჭრებად დაჭერით და ცალკე ათქვიფეთ. ამის შემდეგი ხილის მასა შეაერთეთ, თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2. მიღებული ხილის მასა ყინულის ფორმებში ჩაასხით და საყინულეში 2-3 საათით გააჩერეთ. თუ ხელთ სპეციალური ნაყინის ფორმა არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი პლასტმასის ჭიქები გამოიყენოთ.

რეცეპტი № 2

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე
  • 150 გრ ახალი კენკრა

მომზადება:

1. ეს რეცეპტი წინაზე უკეთესია. კენკრა გარეცხეთ და დააბლენდერეთ.

2. მიღებული კენკრის პიურე იოგურტს აურიეთ და ფორმებში ჩაასხით. საყინულეში 3-4 საათით გააჩერეთ და გემრიელი, შინაურული ნაყინი მზადაა!

რაც შეეხება სარგებელს, ევგენი კომაროვსკი ამბობს: „დაბალი ტემპერატურა ნუშისებრ ჯირკვლებზე დადებით გავლენას ახდენს და პირის ღრუს ადგილობრივ იმუნიტეტს აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ სიცივის ზემოქმედებას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებით შედეგზე ლაპარაკი ზედმეტია“.

სპეციალისტი შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივი ნაყინის ხშირი მოხმარება უკუჩვენებულია სიმსუქნისკენ მიდრეკილი და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ბავშვებისთვის. ჩვენი მარტივი რეცეპტების დახმარებით მსგავს უკუჩვენებაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.