პომიდვრის მწნილის რეცეპტი ნაკლები მარილით

2617

უკვე დადგა კონსერვებისა მწნილების მომზადების სეზონი. პომიდვრები უკვე გადამწიფდა. ახლა იდეალურია დროა, რომ მოამზადოთ პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ნაკლებად მარილიანი პომიდვრის მწნილის რეცეპტს, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. პომიდვრის მწნილი ამ რცეპტით უგემრიელესი გამოდის, ამიტომ, გირჩევთ, რაც შეიძლება ბევრი მწნილი მოამზადოთ.

პომიდვრის მწნილი

  • 1 კგ პომიდორი
  • 1 თავი ნიორი
  • კამა, ოხრახუში, პირშუშხას ფოთლები
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი

მომზადების წესი

1. იმისათვის, რომ პომიდორი ძალიან გემრიელი გამოვიდეს, უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი. პირველი: უნდა შეარჩიოთ პატარა ზომის და უდეფექტო პომიდვრები, დიამეტრით- 5-6 სმ. მეორე: კბილის ჩხირით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ პომიდორი.

2. გარეცხეთ პომიდვრები, მოამზადეთ და ჩაალაგეთ სუფთა ქილებში. ცივ წყალში გახსენით მარილი და შაქარი და ეს ნაზავი ჩაასხით ბოსტნეულით სავსე ქილებში.

3. გაარჩიეთ ნიორი, ნივრის თითოეული კბილი შუაზე გაჭერით და ჩაყარეთ ქილებში. შემდეგ მსხვილად დაჭერით მწვანილი და ქილებში პომიდვრების ზემოდან მოათავსეთ.

4. შემდეგ ქილებს დაახურეთ თეფშები, ოღონდ, არ მოხუფოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქილები გასკდება. ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ ქილები მინიმუმ 1 დღით, ოთახის ტემპერატურაზე.

ერთი დღის შემდეგ გასინჯეთ მწნილი, თუ პომიდვრის გემო მოგეწონებათ, მაშინვე მიირთვით ან მოხუფეთ ზამთრისთვის.