პიკანტური საახალწლო სალათა “სიმინდის ტარო”, ვამზადებ ოლივიესთან ერთად.

1745

წინასაახალწლო დღესასწაულის იმედად პასუხისმგებლიანი დიასახლისი ამზადებს ყველაფერს რათა დააპუროს სტუმრები და ოჯახის წევრები ორიგინალური სადღესასწაულო კერძებით. მაშინ როდესაც ოლივიე და “შუბა” სადღსასწაულო მენიუშია შეტანილი, ხოლო საშობაო იხვის რეცეპტი დეტალურადაა შესწავლილი, დროა საახალწლო სუფრის ჩვეული კერძების სადღსასწაულო გაფორმებაზე იზრუნოთ — თემატური სალათებით, ორიგინალური დასატანებლებით და საზეიმო დესერტებით.

გასტრონომია მოგიწოდებთ ჩართოთ ფანტაზია და მოამზადოთ უგემრიელესი სალათა სიმინდითა და შავი ქლიავით, რომლის გარეგნული სახე თქვენს სტუმრებს გაოცებისგან წააქცევს. “სიმინდის ტარო” პირველ რიგში მიიპყრობს თქვენი სტუმრების ყურადღებას და ოლივიეზე მალეც შეიჭმება.

სალათა შავი ქლიავითა და ყველით.

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი ხმელი ყველი
  • 50 გრამი შავი ქლიავი
  • 20 გრამი ნიგოზი
  • 2–3 კბილი ნიორი
  • 150 გრამი კონსერვირებული სიმინდის მარცვალი
  • 3 ს/კ მაიონეზი
  • მწვანე ხახვი გასაფორმებლად
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ყველი გახეხეთ სქელ სახეხზე, შავი ქლიავი გარეცხეთ და დაჭერით წვილ ზოლებად. შეურიეთ ერთმანეთს ღრმა თასში.

2. ნიორი დაჭყლიტეთ ან დაჭერით დანით, ნიგოზი დააქუცმაცეთ და დაამტეთ თასში დანარჩენ ინგრედიენტებს.

3. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სიმინდი, შეაზავეთ მაიონეზით, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და გულდასმით გადაურიეთ.

4. მზა სალათა მოათავსეთ მოგრძო ფორმის მქონე ჭურჭელში.

5. ახლა კი ყველაზე საყვარელი პროცედურა — სალათის გაფორმება! დაალაგეთ თანაბარ ფენად სიმინდის მარცვლები (უმჯობესია მარცვალი დიდი ზომის იყოს, ამ შემთხვევაში გაფორმების პროცესიც უფრო სწრაფად გაივლის), გააფორმეთ მწვანე ხახვის ფოთლებით, მოახდინეთ სიმინდის ფუჩეჩის იმიტაცია. მომზადების შემდეგ შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს და თავადაც გემრიელად მიირთვათ.

პირადად მე შავი ქლიავი არ მიყვარს, თუმცა ეს სალათა მოვამზადე: უბრალოდ ჩავანაცვლე ქლიავი ზეთისხილით, ხოლო  მეტი ნოყიერებისთვის დავუმატე ქათმის ფილე. ძალიან მომწონს ეს რეცეპტი რადგან ფანტაზიის გამოყენების საშუალებას იძლევა ისე, რომ მთავარი იდეა არ დაზიანდეს — სიმინდის ტარო კვლავ ტაროდ დარჩა, სამაგიეროდ გემო შეიცვალა რადიკალურად. იდეაში ამგვარად ნებისმიერ სალათა (რომლის შემადგენლობაშიც სიმინდი შედის) შეგიძლიათ გაალამაზოთ.

გემრიელი სალათა შავი ქლიავით, სიმინდის ტაროს ფორმით — საახალწლო სუფრის ნამდვილი მშვენებაა! თუ გადაწყვეტთ მის მომზადებას, არ დაგეზაროთ და გაგვიზიარეთ ფოტოებით თქვენი კულინარიული მიღწევები.