გაზაფხულიდან ხრაშუნა, არომატული და სასარგებლო კიტრის სეზონი იწყება. მისგან ამზადებენ ახალ სალათს, ცივ ბორშს და სხვადასხვა მწნილსა და კონსერვს. კორეული რეცეპტით მომზადებული კიტრი უკვე 2 საათში შეგიძლიათ მიირთვათ. ის წასახემსებლად შესანიშნავად გამოგადგებათ, განსაკუთრებით ბუნებაში არომატულ მწვადებთან მისაყოლებლად.
აუცილებელი ინგრედიენტები მოსამზადებლად:
- ნახევარი კილო კიტრი
- 1 სტაფილო
- 5 კბილი ნიორი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 2 ს/კ სოიოს სოუსი
- 50 მლ მზესუმზირას ზეთი
- 1 ს/კ 9%-იანი ძმარი
- 1 ს/კ პაპრიკა
- ზღვის მარილი და შავი წიწაკა თქვენი გემოვნებით
მომზადების ეტაპობრივი პროცესი:
- კიტრი გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით, ზოლებად დაჭერით და თასში მოათავსეთ.
- ხახვი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და კიტრს დაუმატეთ.
- სტაფილო გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გახეხეთ და ბოსტნეულს დაუმატეთ.
- ნიორი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
- ზეთი შეათბეთ, მასში პაპრიკა დაამატეთ და სალათს მოასხით.
- ძმარი, სოიოს სოუსი, მარილი, წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- კიტრს საკვები ცელოფანი დააფარეთ და 2 საათით დაამწნილეთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ