ნივრითა და სანელებლებით შეკმაზული შინდის პოპულარული შეჭამანდი

2023

ხმელი თუ ნედლი მჟავე ხილისგან დამზადებული შეჭამანდები განსაკუთრებით ქართლსა და კახეთშია პოპულარული. ფქვილით, ნივრითა და სანელებლებით შეკმაზულ წვნიანს შინდის, ქლიავის, კვრინჩხისა და სხვა მრავალი კურკოვანი ხილისგან ამზადებენ.

მასალა:

  • შინდი – ნედლი 500 გ ან შინდის კერკი (გამომშრალი შინდი) 1 კგ
  • წყალი – 500 მლ
  • ხახვი – 1 ცალი (საშუალო ზომის თავი)
  • კარაქი – 30 გ
  • ნიორი – 1/2 კბილი
  • პიტნა – რამდენიმე ფოთოლი
  • ფქვილი – 20 გ
  • შაქარი – 5-10 გ (გემოვნების მიხედვით)
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით 500 მლ წყალი და აადუღეთ. ჩააყარეთ შინდი ან შინდის კერკი და 10 წუთს ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და გახეხეთ მოხარშული რბილობი. გადაწურული ნახარში შეინახეთ.
  2. დაჭერით ხახვი წვრილად და კარაქთან ერთად მოშუშეთ გაოქროსფრებამდე. დაამატეთ გახეხილი შინდის მასა და გაათხელეთ შინდის ნახარშით. წამოადუღეთ.
  3. წინასწარ მოამზადეთ სოუსი – პატარა თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ ცოტაოდენი შინდის ცხელი ნახარში და კარგად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. შემდეგ ეს მასა ნელ-ნელა ჩაუშვით ადუღებულ შინდის შეჭამანდში, თან მუდმივად ურიეთ. მასა ოდნავ უნდა შესქელდეს. ბოლოს დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი და შაქარი.
  4. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, დაახურეთ თავსახური და სუფრასთან  მიტანამდე 5-10 წუთით გააჩერეთ.