სწრაფი და მარტივი ღვეზელი სულ რაღაც 4 ინგრედიენტისგან

1374

სახლის დალაგებისას შემთხვევით წავაწყდი ერთ რეცეპტების ძველ წიგნს. გადაფურცვლისას აღმოვაჩინე კერძი, რომელიც არასოდეს მომიმზადებია – ღვეზელი კარტოფილით და ყველით.

ის ძალიან მოხერხებულია, სულ 4 ინგრედიენტისგან შედგება, მომზადება მარტივია, გემო კი არაჩვეულებრივი. “გასტრონომიას” რედაქცია სიამოვნებით გთავაზობთ ამ ღვეზელის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ნაღების ყველი
  • 400 გრ კარტოფილი
  • 200 მლ რძე
  • 300 გრ ფენოვანი ცომი

მარილი გემოვნებით

1. მოხარშეთ კარტოფილი მუნდირში. გააცივეთ და დაჭერით კუბებად.

2. შეურიეთ ნაღების ყველი და კარტოფილი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ცომი და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

4. მოათავსეთ ცომზე შიგთავსი, გაათანაბრეთ, ცომის კუთხეები ჩააბრუნეთ და წაუსვით რძე. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ მაგარი ყველი, მოასხათ ნაღების სოუსი ან მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!