უგემრიელესი კერძები წიწიბურასგან, რომელიც მართლაც, რომ უნივერსალური ინგრედიენტია

897

წიწიბურა ჩვეულებრივი პროდუქტია, რომელიც არც ძვირი ღირს და იოლადაც იშოვება. მიუხედავად მისი ფართოდ გავრცელებისა, მისგან მხოლოდ რამდენიმე კერძის დამზადება ვიცით, თუმცა ის უნივერსალური ინგრედიენტია რომელიც თითქმის ნებისმიერ პროდუქტს უხდება.

ამ სტატიაში მისგან 5 უგემრიელესი და მარტივი კერძის მომზადებას გასწავლით.

1. კატლეტები წიწიბურასგან ხაჭოთი

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ხაჭო
  • 200 გრამი დაფქული წიწიბურა
  • 2 კვერცხი
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1-2 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადების წესი:

1. მოზილეთ ხაჭო ნახევარ შაქართან და 1 კვერცხთან ერთად, შემდეგ გააზავეთ არაჟნით – თუ მასა მშრალი გამოვა.

2. აადუღეთ რძე, ჩადევით მასში რძე და წიწიბურა, ხარშეთ მომზადებამდე – ნელ ცეცხლზე. როდესაც ფაფა გაგრილდება ჩაზილეთ და მორჩენილ კვერცხთან და შაქართან გადაურიეთ.

3. გააკეთეთ კვერები და ყოველი მათგანის ცენტრში ხაჭოს მასა მოათავსეთ. ისე მოიქეცით, რომ გულსართი შიგნით დარჩეს. მოამზადეთ წიწიბურას კატლეტები – ორთქლზე და არაჟანთან ერთად მიირთვით.

2. წიწიბურას დიეტური ორცხობილა

ინგრედიენტები:

  • 150 მილიგრამი კეფირი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ჭვავის ქატო
  • 2 საშუალო ვაშლი
  • 1 ჭიქა კოვზი წიწიბურა

მომზადების წესი:

1. დასაწყისისთვის დაფქვით წიწიბურა
2. გაფცქვენით ვაშლი და გახეხეთ სახეხზე
3. აურიეთ დაფქული წიწიბურა, ჭვავის ქატო, ზეითუნის ზეთი, ტაფლი და კეფირი. მოზილეთ ცომი, ის კარგი წებოვნების უნდა იყოს და არ უნდა იშლებოდეს. თუ მშრალი გამოვა მას ცოტაოდენი კეფირი დაუმატეთ.
4. ცომი პატარა ბურთულებად დაყავით და მათგან კვერები გამოძრწეთ. გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 150 გრადუსზე.

3. ქათამი სოკოსა და წიწიბურას ფარშით

ინგრედიენტები:

  • 1 ქათამი
  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 200 გრამი შამპინიონი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • შავი დაფქული პილპილი, ბეგქონდარა და ქათმის სუნელი
  • მცენარეული ზეთი – გემოვნებით
  • მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი

1. საგულდაგულოდ გარეცხეთ ქათამი, აცადეთ კარგად დაიწუროს და გამოშრეს და შემდეგ სუნელები, დანაყული ნიორი და მსხვილი მარილი წაუსვით. ჩადევით ჯამში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და მაცივარში შედგით რამდენიმე საათით.
2. ამ დროის განმავლობაში მოხარშეთ წიწიბურა. თუმცა ბოლომდე ნუ მოხარშავთ.
3. დადგით ტაფა ცეცხლზე, დაასხით მცენარეული ზეთი და დაჭრილი ხახვი დაყარეთ. მოწვით გაოქროსფრებამდე, შემდეგ კი წვრილად დაჭრილი სოკო დაუმატეთ.
4. როდესაც სოკო ითქმის მზად იქნება, მას გახეხილი სტაფილო დაამატეთ და რამდენიმე წუთი წვით. აურიეთ წიწბურა სოკოსთან, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
5. მაცივრიდან ქათამი გამოიღეთ და მისი ფარშირება დაიწყეთ. შემდეგ ქათამი კბილის ჩხირების მეშვეობით დახურეთ, რათა შიგთავსი მომზადების დროს არ გადმოიყაროს.
6. ქათამი შეგიძლიათ ფოლგაში ან სახელოში შეწვათ, თუმცა მის გარეშეც შეიძლება. ის 180 გრადუს ტემპერატურაზე მოამზადეთ, 1-1.5 საათის განმავლობაში.

4. წიწიბურას ბლინი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წიწიბურას ფაფა
  • 1.5 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 მწიკვი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (შეწვისთვის)

მომზადების წესი:

1. ცივი ფაფა დააბლენდერეთ და პიურეს მდგომარეობამდე მიიყვანეთ.
2. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და შერბილებული კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ მასში რძე ჩაასხით და პიურე დაუმატეთ.
3. კარგად გადაურიეთ ნარევი და ფქვილის მოყრა დაიწყეთ. მოზილეთ ცომი. ის სქელი არ უნდ გამოვიდეს, ამიტომ ფქვილი პატარ-პატარა პორციებით დაუმატეთ.
4. ტაფას ოდნავ მოუსვით ზეთი, დაასხით ცომი და ბლინები გამოაცხევთ, ორივე მხრიდან შეწითლებამდე.

5. წიწიბურას რიზოტო

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი წიწიბურა
  • 400 გრამი თეთრი სოსკო
  • 100 გრამი კარაქი
  • 100 გრამი მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • პარმეზანი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. წვრილად დაჭერით ხახვი და მოწვით მცენარეულ ზეთში – გამჭვირვალობამდე! დაუმატეთ დაჭრილი სოკო, როდესაც წვენს გამოიღებს გადაურიეთ და დაელოდეთ წვენის აორთქლებას.
2. ქვაბში წიწიბურა 5-7 წუთის განმავლობაში მოწვით. დაუმატეთ ხახვი და სოკო, მოაყარეთ მარილი. დაასხით მდუღარე წყალი ისე რომ წიწიბიურა 1 სანტიმეტრით დაიფაროს.
3. შედგით კერძი ღუმელში 30 წუთით – 180 გრადუს ტემპერატურაზე. მაგიდასთან მიტანამდე კარაქი დაუმატეთ!

როგორც ხედავთ, წიწიბურას მეშვეობითაც შეიძლება მრავალფეროვანი კერძების დამზადება!