ნამცხვარი “შოკოლადის ტალახი” – მიმზიდველი და მსუყე დესერტი

2595

ფიქრობენ, რომ “შოკოლადის ტალახი” ამერიკაში, მისისიპის შტატში გამოიგონეს. მათ ეს ტკბილეული მდ. მისისიპის ტალახიან ნაპირებს აგონებდათ.

თუ ნამცხვრის სუფრაზე მიტანას შოკოლადის მოსხმისთანავე არ აპირებთ, მაცივარში შეინახეთ.

ინგრედიენტები: 

 ბისკვიტისთვის: 

  • 250 მლ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 150 გ მარილიანი, დარბილებული კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 600 გ შავი შოკოლადი, დატეხილი
  • 6 კვერცხი

შოკოლადისთვის:

  • 250 გ შავი შოკოლადი, დატეხილი
  • 150 მლ ცხიმიანი ნაღები (ორმაგი)

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი: წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (25 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. გარედან ალუმუნის ფოლგა ისე შემოახვიეთ, რომ იგი წყალგაუმტარი გახდეს.
  2. წყალი და შაქარი მომცრო ქვაბით ცეცხლზე შემოდგით და ურიეთ, ვიდრე შაქარი მთლიანად გადნება. ადუღეთ 5 წუთი.
  3. კარაქი საშუალო ზომის ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. დაუმატეთ შოკოლადი და კარგად მოურიეთ, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, შაქრის სიროფი შეურიეთ. ოდნავ შეაგრილეთ და დაუმატეთ კვერცხები. თქვიფეთ დიდხანს. მიღებული მასა ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  4. მოამზადეთ წყლის აბაზანა, ნამცხვრის ერთი ფორმა მეორეში მოათავსეთ და ადუღებული წყალი ჩაასხით ისე, რომ ნამცხვრიან ფორმას შუამდე მოადგეს.
  5. აცხვეთ 50-55 წუთი. ბისკვიტი ფორმაშივე უნდა გაცივდეს.
  6. შოკოლადი: შოკოლადი და ცხიმიანი ნაღები ორმაგი წყლის აბაზანაზე შემოდგით, წყალი ოდნავ უნდა დუღდეს. ურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. გადმოდგით და გააცივეთ 5 წუთი.
  7. ნამცხვარს თავზე შოკოლადი კოვზით მოასხით და დააყოვნეთ დაახლოებით 15 წუთი, ვიდრე გამყარდება. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.