მხოლოდ 2 აბი საკმარისია, ჩვეულებრივი კონსერვაცია საოცრებად რომ აქციოთ

2444

მრავალი წლის განმავლობაში კიტრს ძმრით ვამწნილებდი და მიმაჩნდა, რომ ამაზე უკეთესი არაფერია. ეს იქამდე იყო, სანამ ქმარმა აღიარა, რომ ვერ იტანს ძმარს და არ უნდოდა ჩემი კულინარიული ნიჭის წყენინება მთელი ამ წლების განმავლობაში.

მომიწია ალტერნატიული გზების მოძიებამ. საუკეთესო კი კიტრი ასპირინით აღმოჩნდა. მარინადი სიმჟავეს იღებს, თუმცა სპეციფიური სუნისა და გემოს გარეშე, მწნილი კი საუცხოო გამოდის.

ინგრედიენტები

  • 2 ც კიტრი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც პირშუშხას ფოთლები
  • 0,5 კონა კამა
  • 4 კბ ნიორი
  • შავი პილპილის 4 კაკალი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 2 აბი ასპირინი

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი, დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ 2-3 საათით.

2. მოახდინეთ ქილების სტერილიზაცია, მოათავსეთ პირშუშხას ფოთლები, რგოლებად დაჭრილი სტაფილო და სუნელები.

3. მოათავსეთ კიტრები ქილაში, დაასხით მდუღარე წყალი, დატოვეთ 15 წთ შემდეგ გადაასხით.

4. გადასხმულ წყალში დაუმატეთ მარილი და ადუღეთ 5 წთ განმავლობაში.

5. ყოველ ქილაში ჩააგდეთ 2 აბი ასპირინი, ჩაასხით მარინადი. მოხუფეთ ქილები, გადააბრუნეთ და თბილად შეფუთეთ. დატოვეთ ასე სანამ სრულად გაცივდება.

ამგვარად შეგიძლიათ მოხუფოთ პომიდორი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!