მსუბუქი რაგუ ლობიოთი და ქათმით

538

ინგრედიენტები

  • ქათამი (ფილე, ბარკალი კანის გარეშე) 6 ცალი
  • ქათმის ბულიონი 1ლ
  • თეთრი ლობიო 2 ქილა
  • ცერეცო 2 ცალი
  • პრასი
  • ყაბაყი 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • ტარხუნა
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

  1. დაჭერით ქათმის ფილე. ლობიოსგან გადაასხით სითხე. დაჭერით ცერეცო.
  2. ქვაბში გააცხელეთ ზეთი და შეწვით ფილე.
  3. შემწვარი ფილე გადაიტანეთ თეფშზე, ზეთის დიდი ნაწილი გადაღვარეთ, ხოლო ქვაბი დააბრუნეთ ცეცხლზე. შეწვით ცერეცო და პრასი 10 წუთი.
  4. ფილე დააბრუნეთ ქვაბში, წამოადუღეთ და მოამზადეთ 5 წუთი. დაუმატეთ ლობიო და დაჭილი ყაბაყი. მოამზადეთ 5 წუთი. დაუმატეთ ტარხუნა.

გემრიელად მიირთვით!