მსხლისა და ნიგვზის ნამცხვარი – მშვენიერი დესერტი შაბათ-კვირისთვის.

1223

ეს მარტივი ნამცხვარი თბილი მიირთვით ვანილის ნაყინთან ან ბერძნულ იოგურტთან ერთად. შვენიერი დესერტია შაბათ-კვირისთვის.

ინგრედიენტები: 

  • 3/4 ჭიქა (100 გ) კანგაცლილი ნიგოზი
  • 1 ჭიქა (150 გ) ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3/4 ჭიქა (180 გ) მარილიანი კარაქი (პატარა ნაჭრებად დაჭრილი )
  • 3/4 ჭიქა (150 გ) შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 5 პატარა, მწიფე მსხალი
  • 60 გ შავი შოკოლადი (წმინდად გახეხილი)
  • 2 ს/კ გარგარის ჯემი

ულუფა: 8

მომზადება: 20 წუთი

ცხობა:50-60 წუთი

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 170 გრადუსზე. ტორტის ფორმას (20 სმ) ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი და ჩააფინეთ.
  2. ნიგოზი წმინდად დაფქვით. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ.
  3. დაამატეთ კარაქი და ხელით ურიეთ მანამ, სანამ  ნამცეცებს არ დაემსგავსება. დაამატეთ შაქარი, კვერცხი და ცოტა ხანს კიდევ ურიეთ.
  4. მსხალი გათალეთ, გული ამოაჭერით და დაჭერით. შოკოლადი ცომში აურიეთ.
  5. ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმაში მოათავსეთ.
  6. მსხლის თხელი ნაჭრები ნამცხვრის ზედაპირზე წრიულად, თანმიმდევრობით დაალაგეთ.
  7. 50-60 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
  8. 10 წუთით ფორმაში გააჩერეთ, შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ ბოლომდე გასაცივებლად.
  9. გარგარის ჯემი გაათბეთ და ნამცხვარს ფუნჯით მოუსვით.

გემრიელად მიირთვით!