ზუთხის მომზადების უამრავი გზა არსებობს მაგრამ გასტრონომიას რედაქცია გირჩევთ მის მომზადებას საწებლით და თეთრი ღვინით.
ინგრედიენტები:
- ზუთხი – 1 კილოგრამი
- სტაფილო – 100 გრამი
- ხახვი – 100 გრამი
- ღვინო – 1/2 ჩაის ჭიქა
- შაქარი – 1 ჩაის ჭიქა
- შაქარი – 1 ჩაის კოვზი
- ერბო – 1 სუფრის კოვზი
- პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
- ოხრახუშისა და ნიახურის ძირები
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩავდოთ ზუთხის დიდი ნაჭერი, სტაფილოს, ოხრახუშისა და ნიახურის ძირები.
- დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცს ფარავდეს, და მოვხარშოთ.
- მოხარშული ზუთხი ამოვიღოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაცივოთ.
- ზუთხის ნახარში გავწუროთ საწურში.
- წვენში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა მაგარი ღვინო, 1 სუფრის კოვზ ერბოში მოშუშული ფქვილი და 1 სუფრის კოვზი ოდნავ დამწვარი შაქარი. ყველაფერი ეს ერთად ვადუღოთ 10-15 წუთი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ ოდნავ გავაცივოთ და მოვასხათ ლანგარზე დაწყობილ ზუთხის ნაჭრებს.
- ირგვლივ შემოვუწყოთ ხახვი, დანჟავებული კაპორსები, მჟავე კიტრის პატარა ნაჭრები და სალათის ფოთლები.
გემრიელად მიირთვით!