მომზადებამდე კარტოფილს აუცილებლად ვყინავ. საიდუმლო, რომელიც კერძს შეუდარებელს ხდის

1492

ხრაშუნა კანი და ძალიან რბილი გული – სწორედ ასეთი გამოდის კარტოფილი ჩვენი დღევანდელი რეცეპტით. კარტოფილი კიდევ უფრო გემრიელი და არომატული რომ იყოს, გამოცდილი მზარეულები ერთ მარტივ ხრიკს მიმართავენ: ნაყოფი აუცილებლად უნდა გაიყინოს მომზადებამდე. როდესაც პირველად ამ რეცეპტის შესახებ შევიტყვე, ყურებს ვერ ვუჯერებდი. ძალიან მიკვირდა, თუ რა როლი შეიძლება ეთამაშა კარტოფილის გაყინვას კერძისთვის საოცარი არომატისა და გემოს მინიჭებაში. როდესაც ეს მარტივი მეთოდი თავად გამოვცადე, ყველაფერი ნათელი გახდა.

უგემრიელესი კერძი გაყინული კარტოფილისგან

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

მოზმადება: 

1. გათალეთ კარტოფილი და კარგად გარეცხეთ გამდინარი წყლით.

2. აავსეთ ქვაბი წყლით და წამოადუღეთ. მოათავსეთ მასში კარტოფილის მთლიანი ნაყოფები და ხარშეთ მეორე წამოდუღებიდან კიდევ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში. მოხარშული კარტოფილი ამოიღეთ წყლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად.

3. დანის გამოყენებით გაუკეთეთ თითოეულ ნაყოფს ბადისებრი ჭრილები.

4. გასაყინად გამზადებულ კარტოფილს შემოახვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) ან უბრალო პოლიეთილენის პარკი და შედგით საყინულეში 1 საათით.

5. გაყინვის შემდეგ გამოიღეთ კარტოფილი მაცივრიდან და განათავსეთ ისინი ღრმა საცხობ ფორმაზე. ზემოდან დაასხით მზესუმზირის ზეთი და კარგად ამოავლეთ მასში თითოეული ნაყოფი.

6. ჩვენს მომავალ კერძს პიკანტური გემო და საოცარი არომატი რომ ჰქონდეს, ჩაამატეთ მცირეოდენი დასრესილი ნიორი და როზმარინი. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით კარტოფილი გამოსაცხობად და დატოვეთ დაახლოებით 30-40 წუთით. მზადების პროცესში აუცილებელია რეგულარულად ნაყოფის გადაბრუნება.

7. ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი კარტოფილი მზად არის!

როდესაც მას დააგემოვნებთ, თავადვე მიხვდებით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარტოფილის გაყინვას მის მომზადებამდე. ნიორისა და როზმარინის ჩამატებით კი კერძს საოცარი არომატი და გემო ენიჭება. თავად ცადეთ და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ!