ხაჭოს გახეხილი პეროგი: ფაფუკი გემრიელობა, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ

2339

ამ გემოს დავიწყება შეუძლებელია, თუნდაც მრავალი წლის მერე, რადგან პირველი სიყვარული დაუვიწყარია. ნაზი ხაჭოს ტექსტურა, ფხვიერი ცომის მსუბუქი ფანტელები და რაც მთავარია – მომზადების იოლი წესი – იდეალური დესერტის ფორმულაა.

“გასტრონომიას“ რედაქციამ მადისაღმძვრელი ნამცხვრის რეცეპტი მოგიმზადათ. თუ ცომში ცოტაოდენ სოდასა და ლიმონის წვენს დაუმატებთ, პეროგი კიდევ უფრო ფაფუკი გამოვა.

 ინგრედიენტები

  • 200 გრ ხორბლის ფქვილი
  • 5 ს.კ. ნაღები
  • 70 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 180 გრ ხაჭო
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. ვამზადებთ ცომს. შეურიეთ ფქვილი, კვერცხი, 50 გრ შაქარი, დამდნარი კარაქი, 1 ს.კ. ცხიმიანი ნაღები და გამაფხვიერებელი. მოზილეთ მაგარი ცომი, შეახვიეთ პოლიეთილენში და შედგით მაცივარში 15 წუთით.
  2.  ხაჭოს შიგთავსი: შეურიეთ ცხიმიანი ხაჭო, 4 ს.კ. ნაღები და 50 გრ კარაქი. ათქვიფეთ ბლენდერით.
  3. გამოიღეთ ცომი და გაყავით შუაზე. აიღეთ საცხობი ფორმა.
  4. ცომის ერთი ნაწილი გახეხეთ მსხვილი სახეხით და გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე. ასევე დაამუშავეთ მეორე ნაწილიც და გადადეთ.
  5. ზემოდან წაუსვით ხაჭოს მასა თანაბრად. მოაყარეთ ცომის მეორე ნაწილი.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში და გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.

ხაჭოს გახეხილი პეროგი მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ ცხლად. გაუზიარეთ  ამ არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტი მეგობრებს.