მოამზადეთ საფუვრიანი ცომი 5 წუთში

2313

გთავაზობთ ცომის ყველაზე უბრალო, მარტივ რეცეპტს, რომელსაც მოსამზადებლად მხოლოდ 5 წუთი სჭირდება. საფუვრიანი ცომისგან შეგიძლიათ ღვეზელების, ფუნთუშებისა და პიცის გამოცხობა. საფუვრიანი ცომის შენახვა მაცივარში 3 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

ინგრედიენტები

  • 500 მლ რძე
  • 5 ჭიქა (700 გრ) ხორბლის ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 11 გრ მშრალი საფუარი

მომზადების წესი

ამ ცომის მომზადება ძალიან მარტივია, მას მოზელაც კი არ სჭირდება. გაცერით 4 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ მშრალი საფუარი და კოვზით მოურიეთ.

ჩაასხით თბილი რძე ფქვილში, დაამატეთ შაქარი და მარილი. კარგად მოურიეთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და კოვზით მოუიეთ. ცომი უნდა იყოს რბილი და წებოვანი.

ბოლოს დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და კვლავ კოვზით მოურიეთ. წაისვით ხელებზე მცენარეული ზეთი, რათა ცომი არ მიგეკროთ. გაყავით ცომი ორ ნაწილად და ცალკ-ცალკე გადაიტანეთ პოლიეთილენის პარკში. შეინახეთ ცომი მაცივარში.

2 საათის შემდეგ ამოიღეთ ცომი პარკიდან, ამოსვარეთ ფქვილში და მოამზადეთ პატარა ზომის ღვეზელები ნებისმიერი შიგთავსით(ან პიცა და ფუნთუშა). ღვეზელები შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე, ან გამოაცხოთ ღუმელში, მაგრამ შემწვარი ღვეზელები რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!