მოამზადეთ ნოყიერი და მადისაღმძვრელი კერძი კარტოფილისგან, კეფირით და ყველით

1200

იდეალური, იაფი პროდუქტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შეიძლება აქციოთ ხრაშუნა წასახემსად ან სრულფასოვან კერძად. კარტოფილი გამოირჩევა მრავალფეროვნებით: იგი შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ, შეწვათ ან გამოაცხოთ.

გამომცხვარი კარტოფილი კეფირით

თუ გიყვართ მარტივი, მაგრამ ნაცადი რეცეპტები, აუცილებლად მოამზადეთ ნოყიერი გამომცხვარი კარტოფილი ფინური რეცეპტით.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 500 მლ კეფირი
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 გრ ყველი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად და შეწვით მცენარეულ ზეთში, ორი წუთის განმავლობაში.

2. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და თხელ წრეებად დაჭერით. რაც უფრო თხლად დაჭრით მათ, მით უფრო სწრაფად მომზადდება კერძი.

3. კარტოფილს მარილი და პილპილი მოაყარეთ, დაუმატეთ შემწვარი ხახვი და დაჭრილი ნიორი.

4. ყველი მსხვილად გახეხეთ და ნახევარი კარტოფილს მოაყარეთ.

5. კარტოფილს კეფირი დაასხით. თუ კეფირი ძალიან მჟავეა, გააზავეთ წყალში 1:1 თანაფარდობით (250 მლ კეფირი 250 მლ წყალში გააზავეთ). ასე კარტოფილი უფრო სწრაფად მომზადდება.

6. გამოაცხვეთ კარტოფილი 180 გრადუსზე, 35 წუთის განმავობაში.

7. გამოდგით კერძი, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და კიდევ 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

ამ უგემრიელეს კერძს მომზადებისას სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო ან ხორცის ნაჭრები. დამატებითი ინგრედიენტები კერძს კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის. და თქვენ როგორ აცხობთ კარტოფილს?