მეგობარმა შესანიშნავი სამგზავრო ხორციანი კერძის მომზადება მასწავლა

1457

ამნაირად მომზადებული ხორცი მეტად გემრიელია და რაც მთავარია დიდხანს ინახება არამცთუ ზამთარში, ზაფხულშიც კი. მოგზაურთათვის ეს შესანიშნავი სამგზავრო კერძია. ასეთი წესით მომზადებული ხორცი ცხლადაც კარგია რაიმე შესაფერისი გარნირის დამატებით (მჟავე კიტრი, კარტოფილი და სხვა).

მასალად საჭიროა: 

  • ხორცი (ცხვრის ან ღორის ) 3-4 კილოგრამი
  • ნიორი – 200 გრამი
  • ერბო  – 80 გრამი

მუჟუჟისათვის:

  • ძმარი – 1 ჩაის ჭიქა
  • დაფნის ფოთოლი და პილპილი – სურვილისამებრ
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

ხორცს  მოვაყაროთ მარილი, ჩავჭრათ ალაგ-ალაგ და ჩავარჭოთ შიგ ქონისა და ნივრის ნაჭრები. შემდეგ შევწვათ შამფურზე ან ჰაერღუმელში ისე, რომ გარედან წითელი კანი გადაეკრას. შიგნიდან ეს სქელი ხორცი, რა თქმა უნდა, უმი იქნება. შემდეგ ამოვიღოთ, მარილი მოვაყაროთ და შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში, შევწვათ ერბოს და წყლის დამატებით. კარგად რომ შეწითლდება, გამოვიღოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა თავისივე წვენი და კარგად მოვშუშოთ. სამგზავრო კერძი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!